რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე? – ეკა ბესელიას ჯგუფმა კანონპროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულმა დეპუტატებმა, ე.წ ეკა ბესელიას ჯგუფმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადეს, რომელსაც ხელს 13 დეპუტატი აწერს. თუმცა ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მას კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება და საბოლოოდ იმდენი, რომ პარლამენტმა მიიღოს სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც გამართული სასამართლო სისტემისა და სამართლიანი მართლმსაჯულების გარანტი იქნება, რომ დაცული იქნება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. როგორც ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, პირველ რიგში, ღია და საჯარო კონკურსია, რომელში მონაწილეობა ყველას შეეძლება, თუ ადამიანი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. სტანდარტები და მოთხოვნა ასეთია:…

მეტი...

„ქვეყანაში, სადაც განათლება პრიორიტეტი არ არის, სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე განათლების სფეროში პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ქვეყანაში, სადაც განათლება არ არის პრიორიტეტი, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. დეპუტატი თვლის, რომ დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული და ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. „როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და სიღარიბის დაძლევაზე ვსაუბროთ, თუ რა დახმარებები უნდა გაიღოს სახელმწიფომ, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა განათლების დონის ამაღლებაზეც ვიზრუნოთ. სწორედ ეს გვაძლევს გრძელვადიან შედეგს და არა ერთჯერადი სოციალური დახმარებები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე სოციალური ფონია საქართველოში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სოლიდური თანხები განათლებაში…

მეტი...

“იდიოტები იქ მოიკითხე, სადაც ზრდილობა არ გასწავლეს”! – გოგა ხაინდრავა ფადი ასლიზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მიერ, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და მას ზრდილობისკენ უთითებს.  გოგა ხაინდრავა ფადი ასლის ურჩევს, იდიოტები იქ მოიკითხოს, სადაც თავის დროზე ზრდილობა არ ასწავლეს.  “ნუ დაავიწყდება, რომ ის ამ საზოგადოების სტუმარია და ისე მოიქცეს, როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესს შეეფერება კავკასიაში. ფადი ასლის თავხედობა ყველა ზღვარს გადაცდა, დღევანდელ განცხადებაში მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა”, – განუცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარს”. აღსანიშნავია, რომ “თიბისი ბაკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული ვერსიით მან შს მინისტრისგან მიიღო,…

მეტი...

ღამის ავტობუსის მარშრუტი „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“

თბილისში, 8 მარტიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ ღამის ავტობუსი იმუშავებს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს. მათივე ინფორმაციით, ღამის ავტობუსის პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. „ღამის ავტობუსი“ მარჯვენა სანაპიროს პანდუსით გმირთა მოედანზე აუხვევს, თამარ მეფის გამზირისკენ მობრუნდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით  სტადიონ „დინამო არენასთან“ მიიყვანს. სტადიონიდან გზას აღმაშენებლის გამზირისკენ…

მეტი...

ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები კიდევ ორ ქუჩაზე დადგეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები ქალაქში, კიდევ ორ მისამართზე – ხომლის ქუჩის N17-ში და ბეჟანიშვილის ქუჩის მე-14 კორპუსის მიმდებარედ დადგეს. ამ ქუჩების ბინადრები, რომლებსაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახელებიც კი შეურჩიეს –  ბიმი, შავტუხა და ჭრელა, დაბინავებულია. დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში, ქუჩის ცხოველებისთვის კვების აპარატები და ხის სახლები, პირველად რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამოჩნდა. მაგრამ მალევე ვალდალიზმის მსხვერპლი გახდა. კვების აპარატი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.

მეტი...

მთაწმინდის პარკში ​ღვინის ფესტივალი გაიმართება – საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან

თბილისში, მთაწმინდის პარკში, 11 მაისს, “ახალი ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართება, რომელში მონაწილეობა ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს შეუძლია. ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. მთავარი პირობის თანახმად, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ახალი ღვინო. მსურველებმა რეგისტრაცია 15 აპრილამდე უნდა გაიარონ.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მონაწილეები შესარჩევ ტურს გაივლიან. “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შესული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც შემდგომ ფესტივალზე დაიშვებიან. შესარჩევ ტურშიც, ისევე როგორც ფესტივალზე მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ღვინო უნდა წარმოადგინონ. ნიმუშების მიღება უკვე მიმდინარეობს. ​მონაწილეთა ვინაობა ფესტივალამდე 10 დღით ადრე გახდება ცნობილი. რიგით მე–10…

მეტი...

რუსეთში ყალბი ამბების გამავრცელებელი დაისჯება

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მესამე მოსმენით ყალბი ამბების ე.წ Fake News-ების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ყალბი ამბების გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სასჯელიც იქნება გათვალისწინებული. რუსეთში, ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო „როსკომნადზორი” , ინტერნეტში ყალბი ამბების აღმოჩენის შემდეგ, მათ გამავრცელებელ ვებგვერდებს მაშინვე დაბლოკავს, ონლაინ-გამოცემებს კი ასეთი ამბების „დაუყოვნებლივ“ წაშლის საშუალება მიეცემათ. წესები არ ეხება ტრადიციულ მედიასაშუალებებს.

მეტი...

ქართული ღვინო ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენაზე კვლავ წარადგინეს

ქართული ღვინო, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2019 -ზე წარადგინეს. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 მონაწილეობს. ესენია: “ვიტე ვერა”, “თელიანი ველი”, “კახური”, „მეღვინეობა ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“, „მეღვინეობა შილდა“, „ბოლერო და კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „მათრობელა ვაინსი“, „ბადაგონი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, Foodex Japan-ში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN”…

მეტი...

Google Cultural Institute -ის პლატფორმაზე დავით კაკაბაძის ბიოგრაფია განთავსდა

ხელოვნების სასახლისა და Google-ის ერთობლივი პროექტი, მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვსნების სასახლეში განუცხადეს, პროექტი ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა და Google Cultural Institute-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა. ის მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსთვის” ეწოდება. მათივე ინფორმაციით, საქართველო ​კავკასიის რეგიონიდან პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში მონაწილეობს.  დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს. “დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში” – ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების…

მეტი...

2019 წლის ერთ-ერთი პროირიტეტი წყლის, ჰაერისა და ნიადაგის კონტროლი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის – ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019 წლსის ერთ-ერთი პრიორიტეტი წყლის, ჰაერისა და ნიადაგის კონტროლი იქნება. მინისტრმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყნისთვის წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სააუზო მართვა წყალმოსარგებლეთა უფლებების მაქსიმალურ გათვალისწინებას გულისხმობს. საპილოტო რეჟიმში ჩვენ გვაქვს USAID -ის დახმარებით მომზადებული, ერთის სააუზო მართვის გეგმის პროექტი და მიმდინარე წელს ხრამი-დებედას და იორი -ალაზნის სააუზო სისტემებისთვის სააუზო გეგმების მომზადება იგეგმება, რაც ვფიქრობთ, აბსოლუტურად ახალ რეალობას შექმნის წყლის რესურსების მართვის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას…

მეტი...

ბორჯომში, დამწვარი ტყის ფართობზე 270 000-მდე ნერგი დაირგო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომში, ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის ფართობზე 270 000-მდე ნერგი დაირგო. როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სატყეო-სამეურნეო გზები მთელი ქვეყნის მასშტაბით 105,54 კმ-ზე მოაწესრიგა, რაც ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. “ბორჯომის ხეობაში დასრულდა ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 163.73 ჰა ფართობზე, მათ შორის დასრულდა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენის პირველი ეტაპი. დარგული იქნა 270 000-მდე ნერგი. ღონისძიებები გაგრძელდება მიმდინარე წელსაც და ტყის აღდგენა…

მეტი...

2012 წლის შემდეგ, ბაგა-ბაღები უფასო გახდა, იზრდება აღსაზრდელების რაოდენობა – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა. შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობა ახალი გამოწვევების წინაშეა. “საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პატარების სრულფასოვანი აღზრდა და მივცეთ შესაძლებლობა, შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება. მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი”, – აცხადებს კახა კალაძე. მისივე თქმით, სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოჰყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს. თბილისის…

მეტი...

განათლება თბილისში, ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება – კახა კალაძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე დადებითად აფასებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებულ განათლების სფეროს სწრაფი განვითარების გეგმას და თავის მხრივ, როგორც დედაქალაქის მერი, სრულ მხარდაჭერას უცხადებს მას. ​როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ქალაქის ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შეუწყობს ხელი. მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა ის, რომ წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს, ვალების აღება უწევდათ, ხარისხიანი განათლებისა და შესაბამისად, ღირსეული…

მეტი...

2019 წელს ახალი ქარსაფარი ზოლები გაშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 2018 წლის მუშაობის შედეგებსა და მიმდინარე წლის გეგმებს აცნობს. „მინისტრის საათის“ ფორმატში დავითაშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ახალ, გაერთიანებულ სამინისტროებს და ზოგადად, ქვეყანას გარემოს დაცვისა და სფლის მეურნეობის მიმართულებით გააჩნია. „2018 წელი იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის…

მეტი...

საწვავში ტყვია არ აღმოჩნდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ავტო გასამართი სადგურების შემოწმებისას, საწვავში ტყვია არ დაფიქსირდა, შესაბამისად, ავტომობილის გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურების რისკის შესახებ ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ​ ​როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი ნორმას შეესაბამება. მისივე ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით 143 ავტოგასამართი სადგური შემოწმდა და 250 სინჯი აიღეს. ხოლო თბილისში, ატმოსფერული ჰაერის შემოწმება 61 ადგილას ჩატარდა და ტყვია აქაც ნორმის ფარგლებშია. “2007 წლის შემდეგ, საქართველოში შემოდის ისეთი ბენზინი, რომლიც ტყვიის გარეშეა და…

მეტი...

20-პუნქტიან წერილს როცა აქვეყნებ, 1 პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “თიბისი ბანკის”საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია და ვერც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს ხედავს. ​იგი საზოგადოებას მოუწოდებს, პოლიტიკურ დატვირთვას ნუ მისცემენ ისეთ საკითხს, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იყოს განხილული. ხოლო საგამოძიებო კომისიის შექმნა არის გარკვეული ძალების მცდელობა, ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.  ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის შეფასებით, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს “თიბისი ბანკის” საქმეზე გამოქვეყნებული მუქარის წერილი, რომელიც, არსებული ვერსიით, ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მისწერა.    მისივე თქმით, საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ მტკიცებულებას და კომპრომატებს, თუმცა შედეგად,…

მეტი...

ინიციატივას „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“, ექსპერტები აფასებენ

„6% მთლიანი შიდა პროდუქტის, ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიური ტრანსფერების შესაძლებლობას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას, საცდელი მეურნეობების გაკეთებას. მოკლედ, ეს არის მთელი სპექტრი იმ სერიოზული, ასე ვთქვათ პროგრესის, რომელიც შეიძლება მოყვეს ამხელა ფინანსირებას. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, აბსოლუტურად მივესალმებით. ეს შექმნის რეალურად შესაძლებლობას სერიოზული რეფორმის განხორციელებისთვის,” – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. პრემიერის ინიციატივაში საუბარია, რომ ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად წარიმართება. განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა კი…

მეტი...

ექსპერტების შეფასებით, დაგეგმილი განათლების რეფორმა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მთავარი ძალა იქნება

განათლების საკითხების ექსპერტები იმ რეფორმებს აფასებენ, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდება. მათი შეფასებით, მსგავსი ცვლილებები საქართველოს განათლების სისტემას ათეული წლის განმავლობაში არ ახსოვს და ეს ახალი პროცესი ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციის მთავარი ხელშემწყობი იქნება. ,,ვფიქრობ, რომ განათლებისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება ეფუძნება ძალიან ღრმა და მართებულ ხედვას. დარწმუნებული ვარ, განათლების გარეშე ჩვენ მომავალს ვერ შევქმნით. ერი ეს არის განათლებულ პიროვნებათა კრებული. უამისოდ ვერც თავისუფლების გზას გავიკვალავთ, ვერც მოვიპოვებთ, ვერც შევინარჩუნებთ თავისუფლებას, ვერც კულტურულ აღორძინებას ხელს ვერ შევუწყობთ, რადგან, როცა დიდი უმრავლესობა რჩება გაუნათლებელი, ეს ქმნის ისეთ ინერტულ მასას, რომელიც აფერხებს ყველანაირ წინსვლას“…

მეტი...

პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი გახდება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა, რომლის მიზანია განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია, სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ევროპული დონის მიღწევა, პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობის გაზრდა.  როგორც პრემიერი აცხადებს, პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი იქნება. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს და ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე გავა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ​ მისივე თქმით, ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში,…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები ფიჯის კუნძულებზე უვიზოდ იმოგზაურებენ

საქართველოსა და ფიჯის კუნძულების რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს. “ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის, ასევე ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმებებს”,- ვკითხულობთ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა კი დაახლოებით 912 ათასია.

მეტი...

დაზარალებული ბიზნესმენის ადვოკატები შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

დაზარალებული ბიზნესმენის – იური შკუბულიანის ადვოკატები იმ დანაშაულზე საუბრობენ, რომელიც 2015 წელს „ელიავას“ მიმდებარედ გადამწვარ ქონებას უკავშირდება და სამართალს ითხოვენ. როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავრში“ განაცხადეს, საქმე ეხება დანაშაულს, სადაც პასუხისმგებელი პირები გამოკვეთილები არიან, ზარალი ექსპერტიზით დადასტურებულია, თუმცა, საქმე ადგილიდან არ იძვრის და გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძეს საქმით დაინტერესებას სთხოვენ. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოძიების პერიოდში დადგინდა, რომ კომპანიების – “პროფიკოლ +” და “ბი ემ სი დისტრიბუცია“, უკანონო მეთოდებით ახორციელებენ პროდუქციის დაფასოებას. დადგინდა, რომ დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები, რასაც სამხარაულის დასკვნა ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო…

მეტი...

საქართველოს ორი მტერი ჰყავს, ოკუპაცია და სიღარიბე – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს 2 მტერი ჰყავს – სიღარიბე და რუსული ოკუპაცია, რაც ქვეყანას სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამუკა ბახტაძემ დღეს, მისი ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარადგინა.  მისი თქმით, საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა და ჰქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის ყოფილიყო. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში აყვავებული იყო ქალაქები. ამაში პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად“ და „მეორე იერუსალიმად“ მოიხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ…

მეტი...

„მეოთხე წელია, სამართალი ვერ მიპოვნია“ – დაზარალებული ბიზნესმენი

2015 წელს დაზარალებული ბიზნესმენი იური შკუბულიანი, რომელსაც პროკურატურისგან მხოლოდ დაზარალებულად ცნობის ფურცელი უჭირავს, სამართალს კანონის ძალით ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება, რომ საკუთარი ძალებით მოუწევს სიმართლის პოვნა. საქმე ეხება „ელიავას“ მიმდებარედ დამწვარ და განადგურებული ქონებას, სადაც კონკრეტული პირების ინტერესები იკვეთება. გამოკვეთილია იმ პირთა წრეც, ვისაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, თუმცა, მათ ნაცვლად, დაქირავებულ მუშას დააკისრეს პასუხისმგებლობა. მოწმეები ღიად საუბრობენ, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არის. „მეოთხე წელია, სამართალი ვერ მიპოვნია. მილიონ შვიდასი ათასის ქონება გაგვინადგურეს მათი დაუდევრობით და მას მერე სამართალს ვერ ვპოულობთ. მე ეს ქონება ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული და ბევრ…

მეტი...

თურქეთი ამერიკულ შეიარაღებას რუსულს ამჯობინებს – C-400-ის ახალ პარტიას ანკარა ივლისში ელოდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C – 400 -ის შეძენასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ანკარამ შესაძლოა, ასევე, C-500 -იც შეიძინოს. C-400-ის ახალ პარტიას თურქეთი უკვე ივლისში ელოდება. როგორც ერდოღანმა ტელეკომპანია “24 TV”- ის ეთერში განცხადა, C-400 -ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, საკრედიტო პირობებით დაწყებული ერთობლივი წარმოებით დამთავრებული ყველაფერი განხილული და შეთანხმებულია, დოკუმენტები ხელმოწერილია. “უკან დახევა შეუძლებელია. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა”, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.  აღსანიშნავია, რომ ანკარამ და მოსკოვმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C – 400 -ის შეძენაზე 2017 წელს, 2,5 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს, რასაც აშშ-ს მხრიდან კრიტიკა…

მეტი...

“თბილისსა და პარიზში ქართული სიტყვები განთავსდეს” – მრავალწლიანი ბრძოლა იდეისთვის

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია, უკვე წლებია თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სიტყვების – მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლების განთავსებას მოითხოვს. პარალელურად კი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, მშვიდობის კედელზე, მსოფლიოს 49 ენის გვერდით სიტყვა “მშვიდობის” ქართულ ენაზე განთავსებას ითხოვს. აღნიშნულ კედელზე კავკასიური ენებიდან წარწერა, მხოლოდ სომხურ ენაზეა განთავსებული. როგორც ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მონუმენტს 2004-2016 წლებში საპროტესტო აქციებით 5-ჯერ ესტუმრა, თუმცა უშედეგოდ, მისმა მოთხოვნამ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ვერ მიიღო. დარწმუნებულია, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მისი იდეა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ყურამდე არ მისულა, რადგან…

მეტი...