რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა მესამე მოსმენით ყალბი ამბების ე.წ Fake News-ების გავრცელების აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ყალბი ამბების გავრცელებისთვის ადმინისტრაციული სასჯელიც იქნება გათვალისწინებული.
რუსეთში, ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო „როსკომნადზორი” , ინტერნეტში ყალბი ამბების აღმოჩენის შემდეგ, მათ გამავრცელებელ ვებგვერდებს მაშინვე დაბლოკავს, ონლაინ-გამოცემებს კი ასეთი ამბების „დაუყოვნებლივ“ წაშლის საშუალება მიეცემათ. წესები არ ეხება ტრადიციულ მედიასაშუალებებს.