“საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთი და სხვა ქვეყნები აღარ მისცემენ”

საფრაგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო, საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ თავშესაფარს საფრანგეთი და სხვა ქვეყნები აღარ მისცემენ. მისი თქმით, ევროპის ქვეყნები პირობებს ამკაცრებენ და ქართველ ემიგრანტებს თავშესაფრის მიცემაზე უარს უპირობოდ ეუბნებიან. ფაქტობრივად, იმავეს ადასტურებენ ევროპელი ელჩებიც, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ სოციალური პრობლემების გამო, ევროპაში გადახვეწილ მოქალაქეებს პოლიტიკური თავშესაფარი არ ეკუთვნით. როგორც პასკალ მენიე აცხადებს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, საქართველოს ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 72%-ით გაიზარდა,  ანუ ჯამში, საქართველოს 20 000-მა მოქალაქემ მოითხოვა…

მეტი...

ჯეოსელი ქსელის გათიშვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ჯეოსელის ქსელი გათიშულია. მობილური ოპერატორის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმნათ და ქსელი ამ დროისთვის, სრულიად გათიშულია, ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. განცხადებას აღნიშნულის შესახებ “ჯეოსელი” ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. “ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით” – ნათქვამია განცხადებაში. ამ დროისათვის მუშაობს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი.  მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები.  რამ გამოიწვია ქსელის დაზიანება და როდის აღდგება მისი ფუნქციონირება, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვენეციის კომისიის დასკვნას საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე დადებითად აფასებს და თვლის, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით, სწორია. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა გამოძიების პროცესს უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის. “ვენეციის კომისიის დასკვნა საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით სწორია. საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის გამოძიებას”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მეტი...

ვინც თქვა, რომ მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, ნორმალურია?! – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ახდენს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებაზე, სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. “ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს ნორმალურია?! როცა ამას ამბობს ადამიანი, – მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, თან ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანი, არამგონია ამაზე სერიოზულად ისაუბრო, სისულელეა ეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ, ზვიად კვაჭანტირაძის საპასუხოდ.

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ მისი გადაყენების საკითხი განმეორებით კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო. მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებულ კენჭისყრაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს, რადგან კენჭისყრაზე მის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი 76 ხმა ვერ შეგროვდა და ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო თანამდებობა შეინარჩუნა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. უფრო…

მეტი...

ფრანკოფონიის დღეები საქართველოში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ბელგიის, რუმინეთისა და მოლდოვის საელჩოები სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებებთან ერთად, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღეებს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ, N23- ე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ირინა აბულაძემ ფრანგულენოვან კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის, მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის სახელით, ფრანგული სახელმძღვანელოები და საჩუქრები გადასცა.…

მეტი...

თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ილია ელოშვილმა თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრება აკავშირებთ. „გაზაფხულის და განახლების ამ გამორჩეულ დღესასწაულს ვულოცავ არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ყველა მათგანს ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მუდმივად ვგრძნობთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა. ​ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში…

მეტი...

ფარმაცევტული ბაზარი დეფორმირებულია და მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზარი დღეს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად, კვლავ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით 2013 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, თუმცა სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი არ არის, ამ სექტორში,  სასურველი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის სწორად ფორმირება, ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც გეოგრაფიული ასევე ფინანსური თვალსაზრისით. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სამკურნალო საშუალებების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ხშირად, ერთად განიხილება, ვინაიდან მათ თანაბარი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე. ხარისხიანი და უსაფრთხო მედიკამენტებით დროულად მკურნალობამ,…

მეტი...

“დიასპორა ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო” – კობახიძე კვაჭანტირაძის გადაყენებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ამას უმრავლესობამ გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით მიიღო.  კობახიძის შეფასებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, დიასპორა პარლამენტში ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება იყო. „არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პარლამენტის მიერ პოლიტიკური წესით და პოლიტიკური საფუძვლით, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება სამართლებრივი საფუძვლით. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევას ან გადაყენებას, არ ესაჭიროება არანაირი სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური საკითხი. ყველა პროცედურა დაცულია. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკური დასაბუთება, ამ…

მეტი...

ცხინვალში, 2008 წელს დაღუპული რუსი სამხედროების სახელობის სკვერის მოსაწყობად შემოწირობას აგროვებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარის ტერიტორიაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსი სამხედროების სახელობის სკვერის აშენება იგეგმება. პროექტის ღირებულება 25 მლნ რუსული რუბლია, რომლის შეგროვებას, იდეის ავტორების შემოწირულობებით გეგმავენ.   “​მემორიალური პარკი იმ რუსი მშვიდობისმყოფელების საპატივსაცემოდ აშენდება, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ” – განუცხადა რუსულ მედიას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ერთგულების” თავმჯდომარე არმენ ბეგლარიანმა.   პარკის მოსაწყობად 25 მლნ რუბლის შეგროვებას წლის ბოლომდე იმედოვნებენ. 70/40 მეტრზე ფართობზე გაშენებულ პარკში, იდეის თანახმად, ნახევრად მრგლოვანი სვეტები დაიდგმება. სვეტებს შორის განთავსდება ფილები, დაღუპული რუსი სამხედროების სახელებით.  როგორც ბეგლარიანი აცხადებს, მისი…

მეტი...

ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარედ რჩება, ის ვერ გადააყენეს

ეკა ბესელიას „გუნდში“ გადანაცვლებული ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. მისი გადაყენების მცდელობის მიუხედავად, პარლამენტში 76 მომხრე ვერ მოიძებნა, ვინც მის გადაყენებას მწვანე შუქი აუნთო. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გააგრძელებს დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას. კენჭისყრაზე მის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი წავიდა. რადგანაც, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი 76 ხმა ვერ შეგროვდა, ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო თანამდებობას ინარჩუნებს. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე ბექა ოდიშარიას უნდა ჩაენაცვლებინა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე და…

მეტი...

“მეამბოხე და კვალიფიციური ადამიანი გატყდა და ახლაც ხმას არ იღებს” – კახა წიქარიშვილი ნინო გვენეტაძეზე

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ვერ გაუძლო, სასამართლო სისტემაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შექმნილი კლანური მმართველობის ზემოქმედებას, “შეუდრეკელი, წესიერი და კვალიფიციური ადამიანი გატყდა” და სწორედ ამიტომ დატოვა თანამდებობა.  კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე 2016 წლამდე პერიოდი გაიხსენა და ნინო გვენეტაძის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.   მისივე თქმით, ნინო გვენეტაძე ცნობილია როგორც მეამბოხე მოსამართლე, რომელიც არ ექვემდებარება ზემოქმედებას. თავის დროზე, სწორედ ამ კრიტერიუმით წარადგინა ის ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. მიზანი სასამართლოს რეპუტაციის აღდგენა იყო. “ლიდერი თუ პრინციპული და შეუდრეკელია,…

მეტი...

უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერი გამოყენება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობა და ორგანიზატორობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება და სასჯელის ზომად ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება. კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით…

მეტი...

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერიამ, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 50 000 ლარია. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებული შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მიწისქვეშ მდებარეობს, დაზიანებულია. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს წყალი სისტემიდან ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს სატუმბ სადგურს. საჭიროა საპროექტო ტერიტორიის ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ან სხვა კვლევა, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის ჩაჟონვით ნაგებობის დაზიანება. “მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს, საპროექტო ტერიტორიაზე სრულყოფილი საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი სამუშაოების (ჰიდროიზოლაციის, ან/და სანიაღვრე, ან/და სადრენაჟე ქსელის, ან/და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობის) საპროექტო‐სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის…

მეტი...

„ნინო გვენეტაძე ვერც კლანის წევრი გახდა და ვერც მას შეებრძოლა“ – შალვა შავგულიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი სურვილით არ წასულა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გვენეტაძე იძულებული გახდა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა. „ლოგიკურია, ეს არი იყო მისი სურვილი და ეს არ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული ნაბიჯი. კლანმა ჩაიგდო ხელში სასამართლო ხელისუფლება. ნონო გვენეტაძე ვერ გახდა ამ კლანის წევრი და იმთავითვე არც იყო და ვერც სათანადო ბრძოლა შეძლო მათთან და დატოვა ბრძოლის ველი“ – განაცხადა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემის პრობლემა არის დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, ამბობს, რომ არსებული საბჭო დასათხოვია.…

მეტი...

დიდი ალბათობით, მთაწმინდაზე ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ვაკანტური სავარძლის დასაკავებლად ემზადება. მართალია, გადაწყვეტილება ოფიციალურად გაჟღერებული არ არის, თუმცა, თავად კანდიდატი შავგულიძე „მედიაცენტრ მთავარში“ არ მალავს, რომ მისი კანდიდატურა მთავარი განხილვის თემაა. „თავისუფალმა დემოკრატებმა” გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს არჩევნები და მონაწილეობა მივიღოთ. გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიყო წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, რის შემდეგადაც ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. კონსულტაციები გვაქვს “ევროპულ საქართველოსთან”, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციასთან“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რესპონდენტის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ერთმანეთს კანდიდატი არ დაუპირისპირონ და ხმები…

მეტი...

სასამართლოში ცერცვაძე-ჩინჩალაძის კლანი არსებობდა და ცუდი საქმეები მათი ხელით კეთდებოდა – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის პერიოდში, სასამართლოში 2 – ცერცაძე – ჩინჩალაძის კლანი არსებობდა და 2012 წლამდე, ამ ჯგუფების მეშვეობით ხდებოდა იმ ცუდი საქმეების კეთება, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მილიონ ცუდ საქმედ მოიხსენიებს. როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო სისტემაში მორჩილების ორგანიზება ხდებოდა ამ ჯგუფების მეშვეობით. ძალთა ბალანსი ასეთი იყო: ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, მათ ჰყავდათ თავისი ჯგუფები და მათი მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს. მისივე თქმით, სასამართლოში უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ორგანიზებული მორჩილების…

მეტი...

ნინო გვენეტაძემ “კლანის” დამარცხება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, მასთან ეთანამშრომლა – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს საჯაროდ ისაუბროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური პრობლემების შესახებ, რისი მოწმეც ის გახდა, რათა ამით საზოგადოებას დაეხმაროს რეალურად წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა ხდება ამ სფეროში.  როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო გვენეტაძემ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი.  “მე ვიყავი მისი თანაშემწე და ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს, მათ შორის ამ კლანის წინააღმდეგ, რაც სასამართლოში დღეს არის გაბატონებული. სამწუხაროდ გვენეტაძის სტრატეგიამ ვერ გაამართლა, მან ვერ შეძლო ამ კლანის დამარცხება და იძულებული გახდა ეთანამშრომლა მათთან. ბოლოს…

მეტი...

ექსკლუზივი: „ამ მოწმობის მიხედვით, ისინი ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ“ – ბაგრატიონების სკანდალი

​სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება. „მედიაცენტრ მთავარს“ ის დოკუმენტი მიაწოდეს, სადაც საუბარია, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ. რას ნიშნავს „ელაზნაურის ტრაქტატი“, სადაც მეფე სოლომონი ტახტის მემკვიდრეს ასახელებს; ვინ არიან “იმერეტინსკები”; რა დაუმალეს მეფე სოლომონის ნამდვილ მემკვიდრეებს; ვინ აყალბებდა ისტორიას; რატომ მალავდნენ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამის დაბადების მოწმობას?! – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმერეთის ბაგრატიონების მკვლევარი მანანა ხომერიკი საუბრობს. მანანა ხომერიკი: მე ქართლ-კახეთის წარმომადგენელი ბაგრატიონების მკვლევარი არ ვარ. 2012 წელს, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, გამოვეცი მონოგრაფია „იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები”. ვარ იმერეთის…

მეტი...

თბილისში, 4-მეტრიანი ჭიდან, წითელსაყელურიანი ტაქსა ამოიყვანეს

მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ტაქსას ჯიშის ძაღლი ამოიყვანა. მაშველებმა ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, გადარჩენილი ძაღლი არ არის იდენტიფიცირებული, ის ხვადია, 1-2 წლის, უკეთია წითელი საყელური. პატრონს სთხოვენ დარეკოს ნომერზე – 0 322 421 171 მათივე ინფორმაციით, შემთხვევა “დინამოს” სტადიონთან მოხდა. ძაღლი თავდახურულ ჭაში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ის სულ სხვა ადგილიდან შეძვრა სანიაღვრე მილში. 

მეტი...

კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი კიდევ ერთი ქართული კერძი გახდა – სუფრის “სასწრაფო დახმარება”

აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძის – ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, ბორანოს ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის და ის  კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება – განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი. მისივე თქმით, ტრადიციული ფორმით, ბორანო იაღში ჩალბობილი ყველია. ის…

მეტი...