დაზარალებული ბიზნესმენის ადვოკატები შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

  •  

დაზარალებული ბიზნესმენის – იური შკუბულიანის ადვოკატები იმ დანაშაულზე საუბრობენ, რომელიც 2015 წელს „ელიავას“ მიმდებარედ გადამწვარ ქონებას უკავშირდება და სამართალს ითხოვენ.

როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავრში“ განაცხადეს, საქმე ეხება დანაშაულს, სადაც პასუხისმგებელი პირები გამოკვეთილები არიან, ზარალი ექსპერტიზით დადასტურებულია, თუმცა, საქმე ადგილიდან არ იძვრის და გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძეს საქმით დაინტერესებას სთხოვენ.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოძიების პერიოდში დადგინდა, რომ კომპანიების – “პროფიკოლ +” და “ბი ემ სი დისტრიბუცია“, უკანონო მეთოდებით ახორციელებენ პროდუქციის დაფასოებას. დადგინდა, რომ დარღვეული იყო უსაფრთხოების წესები, რასაც სამხარაულის დასკვნა ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებს დამნაშავეები დაესაჯათ, ბრალი ერთ მუშას წარუდგინეს. არადა, მათ ის ადამიანები უნდა დაესაჯათ, ვინც პირდაპირ პასუხისმგებლები იყვნენ უსაფრთხოების დაცვაზე. არანაირი უსაფრთხოების წესები იქ არ ყოფილა დაცული. ბრალი არავის წარედგინა და უნდათ, რომ ეს საქმე გადაატარონ მხოლოდ ერთ ადამიანს. როგორ შეიძლება მუშა იყოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი“ – აღნიშნა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

საუბარია 2015 წელს „ელიავას“ მიმდებარედ გაჩენილ ხანძარზე, რომელმაც იური შკუბულიანს 2 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება გაუნადგურა. დაზარალებული სამართალს სასამართლო წესით, კანონიერი გზით ეძებს, თუმცა, მიუხედავად შკუბულიანის დაზარალებულად ცნობისა და ზარალის დადასტურებისა, საქმე წინ არ მიდის. ადვოკატები მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ.

„სამოქალაქო პროცესზე დაიკითხა მოწმე და მათ შორის ის მუშაც და იქ პირდაპირ ითქვა, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებლები იყვნენ დირექტორები, დამფუძნებლები, რომლებსაც ევალებოდათ უსაფრთხოების დაცვა. მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ შალვა თადუნაძეს, შსს მინისტრს გიორგი გახარიას დაინტერესდნენ ამ საკითხით და საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება იქნება იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული. ვითხოვთ, ზარალის ანაზღაურებას, იმიტომ რომ ამ ადამიანს მიადგა დიდი ზარალი“ -აცხადებს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

დაზარალებული ბიზნესმენის მეორე ადვოკატი გიორგი გელაძე კი სხვა დანაშაულებზეც საუბრობს, რომელიც

„შპს პროფიკოლ +”-ის დამფუძნებლებთან დაკავშირებით სახეზეა. „შპს პროფიკოლ +”-ის და მისი დამფუძნებლის ალექსანდრე წიკლაურის წინააღმდეგ არსებობს არაერთი საქმე, როგორც სამოქალაქო დავების, ასევე სისხლის სამართლის საქმეები. არის საჩივრები შეტანილი ისნის პოლიციაში თაღლითობის მუხლთან დაკავშირებით“ – აღინიშნა გიორგი გელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები