საქართველოს მოქალაქეები ფიჯის კუნძულებზე უვიზოდ იმოგზაურებენ

საქართველოსა და ფიჯის კუნძულების რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ფიჯის ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს.

“ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის, ასევე ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმებებს”,- ვკითხულობთ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა კი დაახლოებით 912 ათასია.

მსგავსი თემები