ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანისთვის ეს მუდმივი ტვირთი იქნება – შს მინისტრი სარალიძის საქმეზე

“სანამ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და სანამ ამის საშუალება მექნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი და მას წერტილი დაესვას,” – აღნიშულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, სარალიძის ოჯახის ტრაგედია მისთვის ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანთვის მუდმივი ტვირთი იქნება. „რა თქმა უნდა, ეს მძიმე თემაა. პერსონალურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი პირადი ტრაგედიაც არის, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. 2 დღის მოსული ვიყავი მე შინაგან საქმეთა სამინისტროში, როდესაც ეს მოხდა და უზომო ძალისხმევა გატარდა მაშინ იმისთვის, რომ ეს…

მეტი...

თქვენთან ვარ, როგორც რიგითი მოქალაქე – გიორგი გახარია კერზაიას საქმეზე

“როგორც მოქალაქეს, მქონდა ინტერესი იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. იმ სულისკვეთებაში, რომ ეს საქმე არის სწრაფად გამოსაძიებელი, გიერთდებით”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველს ინტერესებში შედის, რომ საქმე დროულად გამოიძიონ. ,,განათლების მინისტრის ერთხელ, ორჯერ გამოცხადდა პარლამენტში და უპასუხა კითხვებს. შემდგომ პროკურატურაში საქმე აღიძრა. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მოქალაქეს მქონდა ინტერესი იმ ტრაგედიასთან, რაც მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ვიცი, რომ ია კერზაიას შვილი იყო დაკითხული და სრულად…

მეტი...

იმდენად პროფესიულადაა ჩამოყალიბებული განათლების რეფორმა, ოპოზიცია მის გადაფარვას ცდილობს – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ისაუბრა. „ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა პედაგოგის ანაზღაურების გაზრდის თემა. პედაგოგებთან მიდგომის საკითხი ალბათ რადიკალურად უნდა შეიცვალოს და ძირფესვიანად უნდა გამოსწორდეს. ეს არ არის მარტო რვა ან ცხრა წლის პრობლემა, რომელიც ჩვენს განათლების სისტემას ახასიათებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პრემიერ მინისტრის მიერ განათლების სისტემის მიმართ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. „იმდენად დიდია, იმდენად მასშტაბური და იმდენად პროფესიონალურად სწორად არის ჩამოყალიბებული ეს რეფორმა, რაზეც სულ ახლა ხანს პრემიერ-მინისტრმა…

მეტი...

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით, პასუხი კვლავ ვერ მივიღეთ – ირაკლი ანთაძე

“დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.  მისი თქმით, შეხვედრაზე დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, სადაც ასევე პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა. “დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რომელიც მოხდა ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი…

მეტი...

აქამდე მოქმედი საგამოცდო მოდელი ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს – მიხეილ ბატიაშვილი

“ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არცერთ ისეთ უნარს, რომლის შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში”, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია. “ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება…

მეტი...

გამოცდების დუბლირების აღმოფხვრა არის საკითხი, რომელზე 2 წელია ვმსჯელობ – მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები გაბედულ ნაბიჯებად შეაფასა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა. „2019-20 წლებისთვის დაგეგმილი ეროვნული გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ კომიტეტი ბევრად უფრო აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული წინადადებების განხილვაში. ჩვენ აპრილის ბოლოსთვის ველოდებით სამუშაო ვერსიას“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მას სწორ და გამართლებულ ნაბიჯად მიაჩნია მინისტრის გადაწყვეტილება, რომ მეოთხე გამოცდის არჩევანის გაკეთების ავტონომია მიენიჭოს უმაღლეს სასწავლებლებს. „მშობლიურ ენასა და უცხო ენაში გამოცდის სავალდებულობა არის აბსოლუტურად მართებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ არჩევანის…

მეტი...

პედაგოგთა ხელფასი 1500-1800 ლარამდე გაიზრდება – მიხეილ ბატიაშვილი

“2019 წლის მაისის თვეში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პალამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პედაგოგთა ხელფასების ზრდა 2019 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება და 1500-1800 ლარამდე გაიზრდება. „როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში, საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით. როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, – დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის, პედაგოგის…

მეტი...

“პოლიციაში მიმდინარე რეფორმებს არ სჭირდება დეპრესიული და ნიჰილისტური მიდგომები”- არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებების პასუხად განაცხადა, რომ ოპოზიციას უბრალოდ არ აინტერესებს მომავალში რა უნდა გაკეთდეს, მათ არც შეთავაზება აქვთ, არც ინტერესი, რომ დაგეგმილ ნაბიჯებზე დასვან კითხვები. „პირველ რიგში რა არის მნიშვნელოვანი და რას ვხედავთ ჩვენ. პარლამენტში ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ყველა სახელმწიფოს აქვს. ყველა სახელმწიფოს აქვს კრიმინალთან ბრძოლის, დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ის აქვს საქართველოსაც, მაგრამ მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს…

მეტი...

ვაკის რაიონში, 5 საბავშვო ბაღის ეზო მოწესრიგდა

თბილისის ვაკის გამგეობის ინიციატივით, რაიონის ტერიტორიაზე არსებული ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. გზის საფარი N1 ბაგა-ბაღის – ფალიაშვილის N38 ა-ში, N27 საბავშვო ბაღის – შავიშვილის N5-ში და N83 ბაღის ეზოში – ვაჟა-ფშაველას N49-ში განახლდა. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას N71-სა და ნუცუბიძის V მიკრორაიონში მდებარე N85 და N201 ბაღების ეზოებში. ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი სამუშაოების შედეგებს გაეცნენ და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ. „ვაკის რაიონში, გზის საფარი შარშან, სამი ბაღის ეზოში განახლდა. მიმდინარე წელს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში…

მეტი...

შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდში სანდრ​ა რულოვსი იყრის კენჭს ​

პოლიტიკური გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“, ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება. ​​როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციისა და სანდრა რულოვსის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. „ორი დღეა, გაერთიანებული ოპოზიცია კონსულტაციებს ატარებს იმაზე, რა ფორმით და როგორ ვღებულობთ მონაწილეობას შუალედურ არჩევნებში, რომელიც ყველა მოქალაქისთვის არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია. ერთი გადაწყვეტილება საკმაოდ სწრაფად მივიღეთ. ეს გადაწყვეტილებაა იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა ელისაბედ რულოვსი იქნება,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ​შეგახსნებთ, რომ 2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ…

მეტი...

პატიმართა წამებისთვის ციხის 7 თანამშრომელს 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ამავე დაწესებულების შვიდი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა ცნობილი. მათ, სხვადასხვა დანაშაულისთვის 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ​​როგორც პროკურატურაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.…

მეტი...

“ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ აპოკალიფსი ახლოვდება” – პრემიერ მინისტრი

“ოპონენტებმა დღე თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა პასუხების მოსმენა არ არის და სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და თქმა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვაში გააკეთა. როგორც პრემიერ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, მთავრობის ამოცანა სიღარიბის დაძლევაა: “თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. 300-ზე მეტ ქალაქს შორის, თბილისი მე-15 ადგილზეა. არავინ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემები არ არის, პრობლემები არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი. იმის მაგივრად, რომ დღეს ჩვენ მოვისმინოთ კრიტიკა, კონკრეტული პოზიციები, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა.…

მეტი...

უნდა დაიდგას თუ არა ჯუმბერ ლეჟავას ბიუსტი? – 10 წელი მსოფლიოს გარშემო, 1000 ღამე ღია ცის ქვეშ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიში, აწ გარდაცვლილი, ცნობილი ქართველი მოგზაურისთვის, ჯუმბერ ლეჟავასთვის ძეგლის დადგმის ინიციატივას, ფეისბუქგვერდი “სამტრედია – ცნობილი სამტრედიელების” შემქმნელი, თემურ ჭახნაკია გამოთქვამს. როგორც მან “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ჯუმბერ ლეჟავას 3 მეტრი სიმაღლის ქანდაკების პროექტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა, გივი მიზანდარმა და რემი კაციტაძემ შექმნეს.  მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობას, ჯუმბერ ლეჟავამ 10 წელიწადი მოანდომა. სტარტი 1993 წლის 13 აგვისტოს აიღო და 2003 წლის 3 ნოემბერს სამშობლოში დაბრუნებით დაასრულა. გადალახა სამი ოკეანე, 150-მდე ზღვა, ყურე და სრუტე, 1000-ზე მეტი მდინარე და ტბა, თითქმის ყველა უდაბნო. გაიარა ათი ათასობით ქალაქი და სოფელი,…

მეტი...

„მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს, პარლამენტში პრემიერის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციის გამოსვლებზე შეფასებას აკეთებს. მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდა. თავიანთი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ ყველაფერი იყო კარგად. ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ გამოსვლებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. კრიმინალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კრიმინალზე უნდა საუბრობდეს ის, ვინც იცის კრიმინალთან ბრძოლის სწორი წესები. „ნაცმოძრაობა“, ამ მხრივ, მაგალითად ვერ გამოდგება. მათი მეთოდი, რომ დანაშაული დანაშაულით უნდა აღკვეთო, არასწორია. ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს. მათი მმართველობის პერიოდში, ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას ეფექტური მმართველობა…

მეტი...

“დანაშაულთან ბრძოლა მარტო შსს-ს მოვალეობა არ არის”- შსს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლა მხოლოდ შსს-ს საქმე არ არის და ეს ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს. “ყველას გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მარტო შსს-ს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს პრობლემა. ვგულისხმობ სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურას, სასჯელ აღსრულებას და ა.შ” – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში. მინისტრი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია, სრულიად უზრუნველყოფს მართლწესრიგს ქვეყანაში: “თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს საფუძველი, წყნარად, მშვიდად იზრუნოს და იშრომოს თავისი ოჯახის საკეთილდღეოდ. რამეთუ, შინაგან საქმეტა სამინისტრო და საქართველოს…

მეტი...

ქვეწარმავლების როლი ეკოსისტემაში – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საჯარო ლექცია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციების კურსი გაიმართება, სადაც შინაურ ცხოველებთან ერთად, საუბარი შეეხება იმას, თუ რა როლი ეკისრებათ ქვეწარმავლებს ეკოსისტემაში. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, ლექციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სახეობის არაშხამიანი, უსაფრთხო ქვეწარმავალი ადგილზე ნახონ და ჰერპეტოლოგისაგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.​ ​საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: ზოგადი ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ; საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები; გველების კატეგორიები და მათი ნიშან-თვისებები; გველებთან მოპყრობისა და უსაფრთხოების წესები; ქვეწარმავლების ფუნქცია ეკოსისტემის წონასწორობის შენარჩუნებაში.  საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს…

მეტი...

დანაშაულის 54 %-იანი ზრდა ზუსტი აღრიცხვიანობის მაჩვენებელია და არა კრიმინალის მატების – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის 54 % პროცენტით ზრდა დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით, რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების განსაზღვრით, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლის გაზრდითა და ბევრი სხვა ფაქტორით.    როგორც მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის ფორმატით პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, დანაშაულის ტიპოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით, ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელზეც მკვეთრად გაიზარდა მიმართვიანობა ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა.  მისივე ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი. თითქმის 18 %-ით შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით ჯანმრთელობის განზრახ…

მეტი...

კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ ლოიალური განწყობა საზოგადოებაში, ჯერ კიდევ არსებობს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცადებით, სამწუხაროდ, საქართველოში, საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა. თუმცა, მიაჩნია, რომ მეორე მხრივ, მძიმე შედეგი მოიტანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ.  “თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ − „ყველანი ციხეში“. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამავე დარბაზში გაჟღერდა და ბევრმა თქვენგანმა ოვაციაც კი გამოხატა ამ სიტყვების მიმართ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ინტერპელაციის პრინციპით პარლამენტში გამოსვლისას. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება დღეს, კრიმინალს კანონით დადგენილ პოლიტიკას უპირისპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა ადამიანის უფლებების…

მეტი...

„სტატისტიკის წარმოებისთვის გვამებს მალავდით“ – პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას წარსული გაუხსენა

“კრიმინალთან ბრძოლა, არ შეიძლება, ადამიანთა უფლებების ხარჯზე ხდებოდეს. დაიმახსოვრეთ, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება“ – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ, დეპუტატთა ნაწილს, რომლებმაც ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ მდგომერეობაზე ისაუბრეს და მთავრობის მეთაურს პასუხი მოხთხპოვეს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ მათტვის ადამიანის უფლებები მტავარი ღირებულებაა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული ისე,როგორც ამის დახატვას ოპოზიცია ცდიილობს. “ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩვენ…

მეტი...

“დღეს, სიმართლის მოსმენა მოგიწევთ” – პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში პირველად წარსდგა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს, პირველად წარსდგა ინტერპელაციის ფორმატში. მან ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასმულ კითხვას უნდა უპასუხოს, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას შეეხება.  როგორც მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ეს არის მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობის სრულიად ახალი პლატფორმა, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. ხელისუფლებამ ურთიერთობის ეს ფორმა კონსტიტუციურ ნორმად აქცია.~, რაც პირველ რიგში არის საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. ” ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა და ნება, ყოველთვის წარვდგეთ პარლამენტის წინაშე და ყველა კითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ოპოზიციას დაჰპირდა, რომ დღეს, მათ სიმართლის…

მეტი...

“მტკიცება, რომ კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა, არ შეესაბამება სიმართლეს” – პრემიერი

პრემიერ მინისტრი, ქვეყანაში კრიმინალის კატასტროფულად ზრდასტან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. როგორც მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. „იმისათვის, რომ მე გავცე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესები. თქვენი კითხვის ფორმულირებაში დევს უკვე მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს…

მეტი...

შპს “ნიკორა”-დან 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „ნიკორა“-დან 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს. როგორც კომპანია ნიკორამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შპს “ნიკორა” არ წარმოადგენს “ნიკორა” ჰოლდინგში შემავალ კომპანიას და მასზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. “აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან კავშირი არ აქვს, რაც გავრცელებულ ინტერნეტ გამოცემებშიც არის მითითებული. სტატიებში ნახსენები შპს “ნიკორა” არ წარმოადგენს ნიკორა ჰოლდინგში შემავალ კომპანიას,” – განაცხადა კომპანია ნიკორამ “მედიაცენტრ მთავართან”. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტომ განაცხადა, ორ ბიზნეს ოპერატორთან – შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. “აღნიშნული…

მეტი...

„ხეობაში წვიმა არ ყოფილა და რაიან სმიტის გვამს მდინარე ვერ ჩამოიტანდა“ – ადვოკატების ახალი მტკიცებულება

ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი მტკიცებულება წარმოადგინეს. მის მიხედვით, ირკვევა, რომ 6 ივლისს, ხადას ხეობაში წვიმა არ ყოფილა, შესაბამისად, რაიან სმიტის გვამს ადიდებული მდინარე ვერ ჩამოიტანდა. ხადას ხეობაში ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ რაიან სმიტის გვამს, მკვლელობის ადგილიდან მოშორებით მდინარე ვერ წაიღებდა, რადგან იმ ადგილას მდინარის ძლიერი ნაკადით არ მიედინება და არც მკვლელობის დღეს მოსულა ძლიერი წვიმა. ​ როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე ამტკიცებს პროკურატურა გვამის გადაადგილების…

მეტი...

რაიან სმიტის გვამი შიშველ მდგომარეობაში იყო ნაპოვნი – ადვოკატი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში, 8 თვის წინ მომხდარ, გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში და მათი გვამების გადაადგილებაში, რამდენიმე პირი მონაწილებდა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 43 წლის რაიან სმიტის გვამის მკვლელობის ადგილიდან  გარკვეული მანძილით გადატანის მიზეზი 6 ივლისს მოსული ძლიერმა ნალექია. “რაიან სმიტის გვამი მდინარეს არ ჩამუტანია. მისი გვამი მდინარეში, რამდენიმე ადამიანმა შიშველ მდგომარეობაში ჩააგდო”, – აცხადევს კობაიძე. ადვოკატის თქმით, მათ ხელთ აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემული დოკუმენტი, საიდანაც დასტურდება, რომ 6 ივლისს ხეობაში…

მეტი...

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შვებას მოგვცემს – თბილისის მერი

თბილისის მერ​ კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მთავრობა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რამაც მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან შედეგი უნდა მოიტანოს. როგორც კახა კალაძემ, ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ნინო შავერდაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ყოველი სამუშაო დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით.  “არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს. ერთ…

მეტი...

ვინც ავარიულ და დაუსრულებელ მშენებლობებს დაასრულებს, სიმაღლის კოეფიციენტი გაეზრდებათ

ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შენობების სიმაღლე მოუმატონ, – აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის. როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ. მისი თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ, K2 (სიმაღლის) კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას. „თქვენ იცით, რომ K2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ახალი გენერალური გეგმაც იქნა მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ…

მეტი...

თემქაზე უზარმაზარი რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა

თბილისში, ზღვის უბნის მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, 5 000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა. ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი იქ თანამედროვე დასასვენებელი ცენტრი გაჩნდება. „აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული…

მეტი...

თბილისი ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადადის, ავტობუსები იცვლება

უახლოეს მომავალში ახალ სატრანსპორტო ქსელზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყება. აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. როგორც კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც. „კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის…

მეტი...

ვაშლიჯვარში პანდუსი აპრილში გაიხსნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება.  „თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, – განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძე დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტსაც შეეხო, რომელიც ვაშლიჯვრის გზას „112“-ის ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

მეტი...

ჩინჩალაძეს ლამის ძეგლი დაუდგან, ეს იგივეა, სააკაძის მოედანზე შაჰ-აბასის ძეგლი იდგას – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო, რომელიც დღეს, ლამის ძეგლს უდგამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მიხეილ ჩინჩალაძეს, იგივეა, რომ სააკაძის მოედანზე შაჰ-აბასის ძეგლი დადგან. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კახა წიქარიშვილმა განუცხადა, სასამართლო დღეს კრიზისულ მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას მართავენ ის ადამიანები, ვინც 2012 წლამდე ორგანიზებას უწევდნენ “მილიონ ცუდ საქმეს, დღეს მართავს სასამართლოს”. მისი მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, 2007 წლიდან დღემდე ყველა მოვლენა შეჯამდეს და აღიაროს, რომ სასამართლოში მოქმედებდა კლანი, რომელიც მოსამართლეებს უსიტყვო მორჩილებას აიძულებდა, ეს კლანი დღემდე მართავს სისტემას. წიქარიშვილის თქმით, ფაქტია, რომ…

მეტი...