პუტინის განცხადებით უკრაინა საკუთარ მოსახლეობას ხოცავს

ამ წუთებში კრემლში რუსეთს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც თავად ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უძღვება როგორც პუტინმა აღნიშნა, ნაციონალისტი უკრაინელები ტავად ბომბავენ საკუთარ მოსახლეობას.

„ჩვენმა სამხედროებმა მისცეს მათ დერეფნები, რომ გაეყვანათ მოსახლეობა, თუმცა ნაციონალისტები არ იძლევიან ამის საშუალებას.  ნეო-ნაცისტები ცოცხალ ფარად იყენებენ ხალხს.  კორპუსებიდან გამოყავთ ადამიანები, აგროვებენ ერთ ადგილზე, ასევე ჰყავთ სნაიპერები სარდაფებსა და სახურავებზე და დაუნდობელი მეთოდებით ებრძვიან ადგილობრივ მოსახლეობას“ – აცხადებს პუტინი უშიშროების საბჭოზე.

 

მსგავსი თემები