,,ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ცივილიზებულმა მსოფლიომ წელს უნდა დაასრულოს ომი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

,,უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც აქვს ინფორმაციული გავლენა.

 

მსგავსი თემები