სკოლები უნდა გადადოთ, ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს! – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესმა გადაიწიოს და ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს.

„გაუფრთხილდით თქვენ თავს. თუ არავინ არაფერი არ გააკეთა, თქვენ იცით, რაც არის გასაკეთებელი. სამედიცინო პირბადე ყველგან, სკოლები უნდა გადადოთ, ვფიქრობდი ოქტომბრამდე, მაგრამ ალბათ, მერეც. ნოემბრის დასაწყისში იყოს. იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაა, ბავშვები ცოდოები არიან. ჩვენო სამედიცინო პერსონალი დაიღალა. ისინიც ადამიანები არიან,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მსგავსი თემები