გიორგი შაქარაშვილის საქმეში კიდევ ორი პირი გამოიკვეთა, რომლებიც ავტობანზე მოძრაობდნენ – რას ყვება “ოქროს მოწმე”

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის “ოქროს მოწმე”, იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი თავის ჩვენებაში საბედისწერო ღამის ორ ახალ ფიგურანტზე ყვება. 

იაკობ ბრეგვაძე თავის ჩვენებაში იმ ორ ადამიანს ახსენებს, რომლებზეც ვერცხლისფერი ავტომობილის მგზავრების ადვოკატები მათი დაკავებისთანავე საუბრობდნენ. ისინი, სავარაუდოდ, ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი არიან, რომლებიც წვეულების სტუმრები იყვნენ და ტატიაშვილის ავტომობილით უკან უნდა ჩამოეყვანათ. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ორი ახალი ფიგურანტი 18 ივნისის ღამეს შაქარაშვილის და მისი თანმხლები პირების კვალდაკვალ გადაადგილდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ტელეფონის ნომრები გამოართვეს დიჯეისა და მის მეგობარ გიორგი ქათამაძეს და დაბადების დღეზე მომხდარი დაპირისპირების მომდევნო დღეს საქმის გარჩევაზე შეთანხმდნენ. სავარაუდოა, რომ ტელეფონების გაცვლის შემდეგ ახალგაზრდებმა შეტყობინება “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მგზავრებს გაუგზავნეს და აცნობეს, რომ დიჯეი, ვის გამოც წვეულებაზე დაპირისპირება დაიწყო, ავტობანზე ფეხით გადაადგილდებოდა. რამდენიმე წუთში კი მათთან ჯერ ვერცხლისფერი მანქანა, შემდეგ კი შავი ფერის “ტოიოტა” გაჩერდა. იაკობ ბრეგვაძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ “მერსედესიდან” ხელკეტითა და ქვებით შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ.

იაკობ ბრეგვაძე, იგივე მშენებარე შენობაში დამალული ფოტოგრაფი, ჰყვება, რომ 112 -ში ჯერ კიდევ მაშინ დარეკა, როდესაც პირველი ავტომობილი მივიდა. ორივე ინციდენტი ტერიტორიაზე ისე ამოიწურა, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა ვერ შეძლეს. ჩვენების მიხედვით პოლიცია შემთხვევის ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ გამოჩნდა და იაკობი თბილისში ჩამოიყვანა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმე 10 ტომს მოიცავს, რომელშიც 750 საგამოძიებო მოქმედების, 60 მოწმის ჩვენების და უამრავი ვიდეო და აუდიომასალა დევს. შინაგან საქმეთა მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს, 

მსგავსი თემები