პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ასეთი წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს – პაპუაშვილი

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის დროს, ასევე სხვა საჯარო გამოსვლებშიც განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ასევე თქვა, რომ საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან როგორც მან განაცხადა რეკომენდაციების შესრულებას აქვს მხოლოდ ფორმალური ხასიათი და სინამდვილეში ეს რეკომენდაციები არ სრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სახის წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს.

„ასეთი სახის წარმომადგენლობა ვნებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ინტერესებს. რადიკალურ ოპოზიციაშიც ხომ ასე ამბობენ – მათ სურთ კანდიდატის სტატუსი, რომ ეკითხები, როგორ ლობირებენ ამ სტატუსს, ამაზე გვპასუხობენ, რომ ჩადიან და ეუბნებიან ევროპელ, თუ სხვა კოლეგებს, რომ საქართველო, სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები, არაფერი არ იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს, არის ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა მიანიჭონ ეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული დამოკიდებულება და მავნებლობა. სწორედ ეს არის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსისა, ვინაიდან ყველა, ვინც ამბობს, რომ სტატუსს იმსახურებს ხალხი და არა სახელმწიფო, ის არის საბოტაჟში სწორედ კანდიდატის სტატუსის მინიჭების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები