ოპოზიციიდან თუ ვინმე დაუჭერს იმპიჩმენტს მხარს, შესაბამისი სახელი დაერქმევა – ანა წითლიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ ვინმე ისეთი აღმოჩნდება ოპოზიციაში, ვინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მას შესაბამისი სახელი დაერქმევა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს.

,,თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი ოპოზიციიდან, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მას დაერქმევა შესაბამისი სახელი და ის იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი და არა ოპოზიციის წარმომადგენელი.მიზეზი იმისა, თუ რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახკითხი მაშინ, როდესაც მათ საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი არის ნათელი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ხელისუფლებამ იცის ძალიან კარგად, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ის, რასაც ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ევროპული კურსი და მეორე, ასევე, მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების არის ის, რომ ”ქართულმა ოცნებამ’ შეძლოს და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში”, – განაცხადა წითლიძემ ( კომენტარს ”ფორმულა” ავრცელებს)

მსგავსი თემები