„ძირითადად მდიდარი ქვეყნები იცრებიან, რაც უსამართლობაა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნების ხელში.

„ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის , სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომ იყო მოწოდება დიდი 7-იანის პირველი პირების, რომ მოხდეს ეს გადანაწილების მექანიზმი“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები