“კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც” – ჯანმო​

კორონავირუსის მუტაციები დამარცხებას არ ნიშნავს, ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის განადგურება და გავანადგურებთ კიდეც – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაკეთდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვირუსის დასამარცხებლად საზოგადოებას სოლიდარობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ინფიცირების შემთხვევები კი, ამ დროისთვის მსოფლიოში 100 მილიონს გასცდა.

ხვალიდან მოგზაურებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს ნორვეგია. ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი ავიარეისებს ბრაზილიასთან შეაჩერებს პორტუგალია და კოლუმბია.

მარტამდე ვირუსით კიდევ 90 000 ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობენ შეერთებულ შტატებში. სკოლები მარტამდე არ გაიხსნება დიდ ბრიტანეთში.

ვაქცინაციის პროგრამა მომდევნო კვირიდან დაიწყება პაკისტანში, სადაც პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს აცრიან.

მსგავსი თემები