ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.94% აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 49.32%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 25.94%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.77% აქვს.

სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 252 უბნის მიხედვით.

ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 49.32%; „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 25.94%; „ევროპული საქართველო“ – 3.77%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%; „ლელო“ – 3,16%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,1%; „გირჩი“ – 2.87%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1.34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%.

დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

მსგავსი თემები