,,რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ადგილზე ბირთვული ავარიის რისკს ზრდის. მისი თქმით, საფრთხის წინაშე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მეზობელი ქვეყნები და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობაცაა.

„რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები