ამერიკა უკრაინას 400 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატები უკრაინისთვის მორიგი დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საუბარია 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტზე. სამხედრო დახმარების პაკეტი მრავალი მიმართულებისაა. მათ შორის იქნება  90 ერთეული T-72 ტანკი.

პენტაგონის ინფორმაციით, შტატები და ნიდერლანდები ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს ერთობლივად დაფარავენ.

„ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები” , – აცხადებენ პენტაგონში.

დახმარების პაკეტში, ტანკების გარდა შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 Phoenix Ghost დრონი.

აშშ უკრაინას თავდაცვისთვის მოწინავე საჰაერო სისტემებსაც გადასცემს.

 

მსგავსი თემები