,,კომპრომისი პუტინთან? – არა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები. ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო სუსტს გაგვხდის“,- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის ტერიტორიის დათმობა გამორიცხა.

„საქმე თავად კომპრომისში არაა. რატომ გვეშინოდეს ამის? ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით კომპრომისი გვაქვს ცხოვრებაში. საკითხავია ვისთან? პუტინთან? არა. იმიტომ რომ ნდობა არ არსებობს. დიალოგი მასთან? არა იმიტომ, რომ ნდობა არ არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია და რუსეთის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით ხდება.მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აუცილებლობას.

მსგავსი თემები