თურქეთში, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ნანგრევებიდან, დამანგრეველი მიწისძვრიდან 261 საათის შემდეგ, ორი მამაკაცი ამოიყვანეს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას ინფორმქციით,  33 და 26 წლის მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, სტიქიიდან 260 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 14 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში უტარდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38 044-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები