დაპირისპირება ვანო მერაბიშვილთან – პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე მივიდა.

ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. კონფლიქტთან დაკავშირებით გიგიშა შარაშიძეს და მის ინტერესების დამცველს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები