,,მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა…დიდი დრო არ აქვს დარჩენილი”- ეკა ხერხეულიძე

,,ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კგანაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დილით  ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმის დასადგენათ, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა.

„გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები