,,მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით”- ერდოღანი

მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, –ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.

მხარეებმა განიხილეს, როგორც თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობები, ასევე რუსეთ-უკრაინის ომისა და სირიის კონფლიქტის მოგვარების გზები.

მსგავსი თემები