,,აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია”- ჯონ კიბრი

,,ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია,” – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კიბრიმ განაცხადა.

ჯობ კიბრი ორივე მხარეს მოუწოდებს, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოუწოდებს მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო. მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება“, – აღნიშა კიბრიმ.

მსგავსი თემები