,,ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია”- ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

“მათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ამას ჩვენ თვითონაც ველოდით და ამიტომ, თავიდან არჩეული სტრატეგია სწორია. ახლა ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და არ დავაყოვნოთ” – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო .

„როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“ – აღნიშნა ბორელმა.

მსგავსი თემები