,,უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ისადგურებს მშვიდობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვაში განცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ძლიერი სუბიექტები.

„ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ძლიერი სუბიექტები, იმისთვის, რომ მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე განსაზღვრული იყოს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, რეაგირება სანქციების, იარაღის მიწოდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები