ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაშავდა. 9 დაშავებული კი უცხოელი ტურისტია, რომლებიც კახეთში მიემგზავრებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

მეტი...

სტუდენტებმა პროტესტი შეწყვიტეს და რექტორის კაბინეტიდან გამოვიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის რადიკალური ფორმა შეწყვიტეს და რექტორის კაბინეტი დატოვეს, რომელიც ჰქონდათ დაკავებული. როგორც პროტესტის მონაწილეები  აცხადებენ, მათი მოთხოვნები უცვლელია და რექტორატისგან მათი ეტაპობრივად დაკმაყოფილების პირობა მიიღეს. „ჩვენ სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ უკვე მე-16 დღეა, რაც ვიმყოფებით თსუ-ის რექტორის კაბინეტში. მივმართავთ საზოგადოებას. წლების შემდეგ კიდევ ერთხელ გაისმა სტუდენტების სამართლიანი პროტესტის ხმა, რაც გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ნაშენებმა ანტისახალხო სოციოეკონომიკურმა წესრიგმა. არსებულმა რეალობამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რეგულირებული საბინაო პოლიტიკა, რუსი და ბელორუსი საშუალო კლასის მიგრაციამ გამოიწვია საცხოვრებლის ყოველთვიური გადასახადის კოლოსალური ზრდა, რაც არ არის ხელმისაწვდომი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ…

მეტი...

ითხოვენ, ხელისუფლებამ ძალაუფლება გამორჩეულ სპეციალისტებს გადააბაროს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ დათმოს ხელისუფლება და ის, „ეროვნული თანხმობის მთავრობას“, გამორჩეულ სპეციალისტებს გადააბაროს. ამისთვის კი ღარიბაშვილის მთავრობას ერთკვირიანი ვადაც დაუწესეს. „რას ვითხოვთ? ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ის გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას – ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს და მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მომზადებაა, მათ შორის საარჩევნო, სასამართლო, ანტიკორუფციული და სხვა რეფორმების ჩატარება. „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ ყველა საკითხზე რეფორმების შესახებ კანონპროექტებს, გაატარებს პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას. 2022 წლის ბოლოს გარდამავალი ეტაპი უნდა დასრულდეს და ახალ,…

მეტი...

მოთხოვნა ღარიბაშვილის გადადგომასა და დროებითი მთავრობის შექმნაზე არასერიოზულია – აცხადებს იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აქციის მონაწილეთა ორივე  მოთხოვნას არასერიოზულად აფასებს. როგორც ხვიჩია აცხადებს, არც მთავრობის მეთაურის გადადგომა და არც დროებითი მთავრობის შექმნა რელევანტური არ არის. „ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ „სხვა ვინმეს“ წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას რომ ითხოვ არასერიოზულია. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე? “ქართული ოცნების”…

მეტი...

მოკლული ბიზნესმენის დედა აცხადებს, რომ მკვლელობა „ქილერის“ შესრულებულია

ბაგებში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობის შემსრულებლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. როგორც ელენე მხეიძე აცხადებს, მის შვილს მტრები არ ჰყავდა და მომხდარი საშინელება ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება. „ეს სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო  მოგეწონებათ? შემიძლია გითხრათ,  ეს არის დაქირავებული „ქილერი“, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის.  მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან და სწორედ ამაშია საქმე, კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლო მალე მთავრობის სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაა. №1711 კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ – ასე ქვია საქმეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია. „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი…

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ბიზნესმენი შესაძლოა კავშირში იყო მოკლულ ნიკო კვარაცხელიას საქმესთან

ცნობილ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას 20 ტყვია ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველები ამ დრომდე მკვლელობის შემსრულებლებს ეძებენ, რომლებმაც მას ჩასაფრება მოუწყვეს. დღეს უკვე ვრცელდება ახალი ინფორმაცია, რომელიც ასევე მოკლულ ნიკო კვარაცხელიას უკავშირდება. კერძოდ, AMBEBI.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულების სომხეთში გადასვლა ფინანსურად მოკლულმა ლევან კაჭარავამ უზრუნველყო. „როგორც ჩანს, გია კვარაცხელია (მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამა) მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (ჭელიძე და კავილაძე) კაჭარავამ…

მეტი...

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქ სევეროდონეცკიდან ჯარისკაცების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცახადებით, უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქ სევეროდონეცკს უკრაინელი ჯარისკაცები ტოვებენ. გაიდაის თქმით, იმ პოზიციების გამაგრება, რომელსაც მტერი 4 თვეა ინტენსიურად ბომბავდა, აზრს მოკლებულია და დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. ,,საზოგადოებამ ეს უარყოფითად არ უნდა აღიქვას. ფარ-ხმალს არ ვყრით. უბრალოდ იმ პოზიციების გამაგრება, რომელსაც მტერი 4 თვეა ინტენსიურად ბომბავდა, აზრს მოკლებულია, რადგან პროპორციულად თუ შევხედავთ ამან შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს. სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ბიჭები გამოიყვანოს, ქალაქის შემოგარენში სხვა პოზიციები გაამაგრონ და მტერს იქედან ებრძოლონ. ქალაქი განადგურებულია, რადგან ოკუპანტები 4 თვის განმავლობაში 24-საათიან ინტერვალში სხვადასხვა კალიბრის იარაღებიდან, საზენიტო…

მეტი...

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – დაჭრილია სამი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაიჭრა.  დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

სროლა ოსლოში – დაიღუპა ორი ადამიანი და დაიჭრა 14 ადამიანი

სროლა ოსლოში-  ნორვეგიის დედაქალაქში  ერთ-ერთ ღამის კლუბსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად,  დაიღუპა ორი ადამიანი და დაიჭრა 14. გავრცერელებული ინფორმაციით,  სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა  უკვე დააკავეს. „უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა იყო საშინელი და შოკისმომგვრელი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა დგას ამ საშინელი ქმედების უკან, მაგრამ მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ.

მეტი...

ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში სპორტული და შემეცნებით- გასართობი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ქართული და უკრაინულენოვანი სექტორების მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორია „განათლების საერთაშორისო ლაბორატორია“. პროექტის მიზანია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეების ქართველ თანატოლებთან ინტეგრაცია და გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  339 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  339 ბავშვი დაიღუპა, 611-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 335, ხარკოვის ოლქში – 179, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 55, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება”- ჯონ კირბი

,,ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება. მაგრამ, ბატონი ზელენსკი აპირებს განსაზღვროს, როგორი იქნება გამარჯვება,”-ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, აშშ ორინეტირებულია უკრაინამ შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ხალხი. ,,ჩვენ დანამდვილებით ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან, თავად განსაზღვრავენ, რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მათ. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის სრული…

მეტი...

„რუსულ კოლაზე“ ღვთისმშობელი გამოსახეს

უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო, რუსული ბაზარი დიდმა მწარმოებლებმა დატოვეს. მათ შორისაა „კოკა-კოლა“. თუმცა, აღნიშნულს ხელი არ შეუშლია რუსი „ბიზნეს-ინოვატორებისთვის,“ ახალი „კოკა“ ჩამოესხათ. მათ ახალი, ადგილობრივი წარმოების „კოკა“ ჩამოასხეს, რომელსაც „რუსული კოლა“ დაარქვეს და უფრო მეტიც, ბოთლზე სიმბოლოდ ღვთისმშობელი გამოხატეს. ამას კი  მწარმოებლები თავისებურად ხსნიან – „ღვთიური სასმელი“.

მეტი...

შიმშილის ზღვარზე მყოფთა რაოდენობა 40-50 მილიონამდეა მოსალოდნელი – რუსეთის ომის შედეგი

რუსეთ – უკრაინის ომი არა მხოლოდ ომში ჩართულ მხარეებს, არამედ, მსოფლიოს აზარალებს. ზარალდებიან რიგითი მოქალაქეებიც. ფასები კატასტროფულად იზრდება და მსოფლიოში შიმშილის პროცენტული მაჩვენებელიც მაქსიმალური თემებით გარბის. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს 40-50 მილიონით გაზრდის. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითი კი მარცვლეულის დეფიციტია. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინამ „დატყვევებული“ მილიონიბით ტონა ხორბალი და სხვა მარცვლეული და პარალელურად გაჩაღებული ომი, რომლის გამოც უკრაინა მარცვლეულის დათესვას ვერ ახერხებს. მსოფლიო ლიდერები „მარცვლეულის ომს“ შიმშილის გამომწვევ  სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ და მაქსიმალურად ჩართვას გეგმავენ.

მეტი...

„დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი“, – ენტონი ბლინკენი

„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარს  დაბალი საბრძოლო სულისკვეთება აქვს.  სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. პრობლემებია ტექნიკასა და ხელმძღვანელობაში, რომელიც უარს ამბობს ბრძოლის ველზე რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე“, – აცხადებს მერიკის  სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენის შეფასებით, აშშ-ი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ სასიკეთო შედეგი არ დადგება. „უკრაინელები მებრძოლები წარმოუდგენელი სიმამაცით იცავენ თავს.  რუსეთმა უკვე წააგო. პუტინის მიზანია უკრაინის განადგურება, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსი, თუმცა, ეს მიზანი ჩაშლილია. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.  

მეტი...