„უკან დასახევი არაფერი მჭირს“ – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და უკან დასახევი არაფერი ჭირს.  დეპუტატს ​მიაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი.
„შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ჩემი განცხადებით, ეს პერსონალურად თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი. მათ უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ დამეტოვებინა უმრავლესობა. ჩემი მანდატი 76-ე მანდატი იყო მაშინ უმრავლესობისთვის და უმრავლესობა შენარჩუნდა სწორედ ამის ხარჯზე. არ მგონია, რომ რაიმე წინასწარი პირობები უნდა დავაყენო. მე მგონია, რომ პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ და ვნახოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ – მართალი“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო პროტესტი გამოთქვა და უმრავლესობის დატოვების შესახებ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა.

მსგავსი თემები