ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ბიზნესმენი შესაძლოა კავშირში იყო მოკლულ ნიკო კვარაცხელიას საქმესთან

ცნობილ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას 20 ტყვია ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველები ამ დრომდე მკვლელობის შემსრულებლებს ეძებენ, რომლებმაც მას ჩასაფრება მოუწყვეს.

დღეს უკვე ვრცელდება ახალი ინფორმაცია, რომელიც ასევე მოკლულ ნიკო კვარაცხელიას უკავშირდება. კერძოდ, AMBEBI.GE ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულების სომხეთში გადასვლა ფინანსურად მოკლულმა ლევან კაჭარავამ უზრუნველყო.

„როგორც ჩანს, გია კვარაცხელია (მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამა) მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (ჭელიძე და კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – ინფორმაციას  AMBEBI.GE- ავრცელებს.

ლე­ვან კა­ჭა­რავა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან თბილისში დაბრუნდა. ის მამის ორმოცზე იყო ჩამოსული და დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. კაჭარავა ბაგებში გუშინ ჩაცხრილეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები