„ეს არ არის მკურნალობა, ეს არის უბრალოდ, რაღაც რომ გააძლებინო“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. როგორც პრეზიდენტის დედამ მედიასთან განაცხადა, მის შვილს წოლითი რეჟიმი აქვს და ძირითადად გადასხმებს უკეთებენ. „წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ. სუსტად არის.  ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. შველას ითხოვს ადამიანი“ – განაცხადა გული ალასანიამ ჟურნალისტებთან. ოჯახი და ახლობლები ისევ უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. „ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით. ეს არის უბრალოდ რაღაც რომ გააძლებინო, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ექიმები უნდა…

მეტი...

მწვანილები 100 000-იანი „ტესლადან“ იყიდება

სოციალურ ქსელში „დეზერტირების ბაზარში“ გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, შუახნის მამაკაცი როგორ ვაჭრობს მწვანილებით პირდაპირ „ტესლადან“. მამაკაცს თეთრი „ტესლა“ გაჩერებული ყავს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანა საბარგულში ჩალაგებული აქვს სხვადასხვა ბოსტნეული და ვაჭრობს. ძვირადღირებული, დაახლოებით 100 000 დოლარიანი ავტომანქანიდან მწვანილებით ვაჭრობამ გამვლელები გააკვირვა.  

მეტი...

„არცერთ მეზობელს შეუძლია, გენომურად გაშიფროს და განასხვაოს „ჩუდყვავილაა“ თუ „მაიმუნის ყვავილი“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ზუსტი  დიაგნოზის დასმის კუთხით, ჩვენს ქვეყანას აქვს მზაობა, რომელიც არცერთ მეზობელ ქვეყანას არ გააჩნია“ – აღნიშნა ალეგროლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით. მისივე შეფასებით, რადგანაც ვირუსი ახალია, მზაობა ჯერჯერობით არ არსებობს. „ვაქცინაცია და მედიკამენტური მარაგი არ აქვს დღეს ევროკავშირის ქვეყნების თითქმის 95%-ს. დრო სჭირდება რომ ვაქცინები დამზადდეს, შეისყიდო და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ შევძლოთ დაავადების კლინიკური სიმფტომების აღმოჩენა და ქვეყანას შეუძლია თუ არა დაადგინოს არის თუ არა ეს „მაიმუნის ყვავილი“.  ჩვენს არცერთ მეზობელს ამიერკავკასიაში, არ შეუძლიათ, გენომურად გაშიფრონ და განასხვაონ „ჩუდყვავილაა“ თუ „მაიმუნის ყვავილი“. ჩვენს ქვეყანას კი, ლუგარის ლაბორატორიის…

მეტი...

„მაიმუნის ყვავილს“ 10%-იანი ლეტალობა აქვს – ვინ არიან რისკჯგუფები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“ იმ რისკჯგუფებზე ისაუბრა, რომლებისთვისაც „მაიმუნის ყვავილი“ შესაძლოა, ლეტალობით დასრულდეს. „მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, ძირითადად გამოყოფილია 3 რისკჯგუფი: იმუნოკომპრემენტირებული ადამიანები (აივ-ინფიცირებულები, ორგანოგადაერგილები, რომლებიც მუდმივად იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე იმყოფებიან, ვისაც ძვლის ტვინი აქვს გადანერგილი და ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ); 8 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები. სწორედ ამ ჯგუფებშია ყველაზე დიდი რისკი დაავადების გართულების“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე ინფიცირებით, ამ ეტაპზე, გავრცელებულია ორი შტამი: „2 შტამი აქვს „მაიმუნის ყვავილს“ ეს არის ცენტრალურ აფრიკული, რომელსაც 10%-იანი ლეტალობა აქვს და დასავლეთ აფრიკული, რომელსაც 1 %-იანი ლეტალობა აქვს“.

მეტი...

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა“ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ოკუპანტ რუსეთს ისევ მიმართავს და დაუყოვნებლივ ომის შეწყვეტიესკენ მოუწოდებს.  ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს მოლაპარაკების პროცესი. „ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ტერიტორიებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი. გუტერეშის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევა ამ სისასტიკის შესაჩერებლად. „ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს – საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსების. რაც მალე დაიწყებენ მხარეები  დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.  

მეტი...

„პუტინის შეჭრამ სიკვდილი და ნგრევა მოიტანა“ – ლიზ ტრასი

“ის ელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა მამაცი უკრაინელების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთ ქვეყანას მამაცად იცავდნენ“ – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი. მისივე შეფასებით, რუსეთმა ბევრი რამ ვერ გათვალა. „პუტინის შეჭრამ სიკვდილი და ნგრევა მოიტანა, თანაც, ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის ის მომენტი, რომ ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც მოკლულია შეჭრის შემდეგ, პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა, უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ,…

მეტი...

„ჯერჯერობით, რუსეთისგან გარანტია არ არსებობს“ – დმიტრო კულება

უკრაინაში, რუსების ბლოკადაში მოქცეული ხორბლის გამო მსოფლიოს სერიოზული პრობლემები ემუქრება. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ რუსეთს ბლოკადა მოეხსნა, პირიქით, პრობლემა ღრმავდება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, ოდესის ნავსადგურში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბრკოლება ის არის,  რომ რუსეთს შეუძლია, ეს დერეფანი  თავდასხმისთვის გამოიყენოს. „უკრაინა მზადაა, შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის ნავსადგურიდან ექსპორტის აღსადგენად. საკითხავია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა ოდესაზე თავდასხმისთვის. ჯერჯერობით რუსეთისგან არანაირი გარანტია არ არსებობს“, – აცხადებს  კულება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე განცხადება ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხორბლის გატანას რუსეთი ხელს არ უშლის.

მეტი...

“სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში” – მინისტრი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა შეუძლებელია. როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ გაიყვანონ, არ არსებობს. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში. თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ჩვენი მოქმედებაც იქნება იმის შესაბამისი. პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს…

მეტი...

„ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება პროვოკაციაა“ – საპატრიარქო მრევლს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს და მოუწოდებს, პროვოკაციებში ნუ გადავლენ. „ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა. ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა. გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ…

მეტი...