„ეს არ არის მკურნალობა, ეს არის უბრალოდ, რაღაც რომ გააძლებინო“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. როგორც პრეზიდენტის დედამ მედიასთან განაცხადა, მის შვილს წოლითი რეჟიმი აქვს და ძირითადად გადასხმებს უკეთებენ.

„წოლითი რეჟიმი აქვს და გადასხმებს უკეთებენ. სუსტად არის.  ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. შველას ითხოვს ადამიანი“ – განაცხადა გული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

ოჯახი და ახლობლები ისევ უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.

„ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით. ეს არის უბრალოდ რაღაც რომ გააძლებინო, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ექიმები უნდა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება. გამოსავალს ვხედავ მკურნალობაში.  რაღაც ისეთი მდგომარეობაა, რომ უცხოური კლინიკებისთვისაც რთული ამოცანაა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და შეიძლება კიდევ რაღაცა ეშველოს,” – განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი თემები