„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი – ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. „დღეს ჩვენ ვდგავართ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და მაინც, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის შესრულებადი ამოცანაა. ეს არის ჩვენი შუალედური მიზანი და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ მიზნისკენ მიმავალ გზას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში საქართველოს მიმართ მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე…
მეტი...კატეგორია: პოლიტიკა
„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება”- მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება. „მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება „დიფ სთეითს“, „დიფ – სთეითი“ ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი,- არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი“- წერს მდინარაძე.
მეტი...„ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება”- ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა ექნება. ამის შესახებ მან, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგერუ იშიბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ჩვენ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა გვექნება, კიმ ჩენ ინთან. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“- განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, „ეს იდეა იაპონიას მოსწონს, რადგან მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ“.
მეტი...მძევლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ისრაელის საზოგადოებისთვის
Reuters-ის ცნობით, მძევლების მძიმე ფიზიკური მდგომარეობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ისრაელის საზოგადოებისთვის, რომლებიც პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს მათი გათავისუფლების პროცესს. მძევლების გადაცემა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან ოჰად ბენ ამი, ელი შარაბი და ორ ლევი, რომლებიც კიბუც ბეერიდან და ნოვა ფესტივალიდან 2023 წლის ოქტომბერში გაიტაცეს. მოლაპარაკების საწყის ეტაპზე “ჰამასმა” 33 მძევალი, ხოლო ისრაელმა – 2000-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
მეტი...„ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს!”- უილსონი
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა. „ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! სასტიკ რეპრესიებში მონაწილე ყველა მოსამართლესა და პროკურორს სანქციები უნდა დაუწესდეს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“ – წერს ჯო უილსონი.
მეტი...“კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2,5 კმ-ით წინ წაიწიეს. „მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდა.
მეტი...აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. „უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს, მდივანი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ასევე, უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით ევროპის ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობას ხაზს გაუსვამს“ – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიასა და პოლონეთსაც ეწვევა.
მეტი...სასწავლებელში მომხდარი სროლის შემდეგ, შვედეთში იარაღზე კონტროლს ამკაცრებენ
შვედეთის მთავრობა სასწავლებელში მომხდარი სროლის შემდეგ, იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. 4 თებერვალს ქალაქ ერებრეში ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრში 35 წლის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. „ერებრეში საშინელი თავდასხმის ფონზე, ჩვენ გვჯერა, რომ სწორი ბალანსი იქნება მსგავსი ტიპის იარაღის აკრძალვა. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი იარაღი, გარკვეული ცვლილებებით შეიძლება, გახდეს ძალიან საშიში და ეს იარაღი გამოიყენებოდა ამგვარი თავდასხმებისას სხვა ქვეყნებში“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა.
მეტი...“ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს”- Human Rights Watch
ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, რეიჩელ დენბერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს. მისი თქმით, ცვლილებები, რომელიც უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად „განურჩეველი და თვითნებურია“. „ვცდილობთ საქართველო ბელარუსს, ან რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო [90 დღე] შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში,…
მეტი...აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულება
აშშ-ის ახალდანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ პირველ სამუშაო დღეს გამოცემული დირექტივით შეზღუდა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) აღსრულება და გააუქმა გამოძიების ფედერალურ ბიუროში არსებული ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგარეო გავლენის წინააღმდეგ მუშაობდა. გენერალური პროკურორის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს. „გამოთავისუფლდეს რესურსები უფრო აქტუალური პრიორიტეტებისთვის და დასრულდეს პროკურატურის უფლებამოსილების ინსტრუმენტიზირება და ბოროტად გამოყენება, უცხოური გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა დაიშალოს“ – ნათქვამია ბონდის განკარგულებაში.
მეტი...„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა
„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰამასმა“ მძევლები, 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, გაათავისუფლა. „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
მეტი...უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 67 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 67 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 139 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 67 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 71 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. „მტრის თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები დაზარალდა“ – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მეტი...მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.
მეტი...“გამჭვირვალობის შესახებ კანონის დარბილებაზე საუბარი ზედმეტია”- პრემიერი
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია გააცნეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს. პრემიერი ამბობს, რომ გაუმჭვირვალობის შესახებ სამუშაო ფორმატის შექმნაზე საუბარი არის ზედმეტი. „თქვენ გახსოვთ, ბატონი ბერსე ჩამობრძანდა საქართველოში, რასაც მოჰყვა ძალიან უხეში შეფასებები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი – ეს არის კონტექსტი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ფორმატი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გადასამუშავებლად, თუმცა განვითარებული მოვლენების ფონზე ამ ფორმატმა, რა თქმა უნდა, დაკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები გამოიყენებიან, როგორც რევოლუციის მოწყობის მცდელობის მთავარი ინსტრუმენტი,…
მეტი...“საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში უცხოელი აგენტები იყვნენ ჩართული”- ირაკლი კობახიძე
“გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. „ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს,…
მეტი...„ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს. სამართალდარღვევა იქნება დასჯილი”- კობახიძე
“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ ჩვენ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, მოსამართლეებს, ყველა ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სამართალდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. „კანონმდებლობა, რომელიც დაინიცირდა, ეძღვნება იმას, რომ საქართველოში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სიძულვილის გავრცელების, ტირაჟირების, ადამიანების შეურაცხყოფის საშუალება. ამით როცა არიან შეშფოთებულები კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ეს არის გამაოგნებელი ჩვენთვის. ისინი მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას, ეს ხომ არანორმალური მოვლენაა. ამას ევროპასთან არავითარი…
მეტი...“გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს”- ირაკლი კობახიძე
“გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, დეპუტატების დაფინანსებას, სკამები პარლამენტში, თუმცა მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს. „ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. „ნაციონალები“ აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე…
მეტი...“პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით”- პრემიერი
“პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოს წარმომადგენელზე. „რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის…
მეტი...“რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით”- ბალტიისპირეთის ქვეყნები
ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გამოთიშეს. ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ. „დღეს ჩვენ რუსეთის ელექტრო ქსელს ვეთიშებით. ეს დამოუკიდებელი ლიეტუვის ელექტროენერგიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროპულ ელექტროსისტემაში ინტეგრაცია ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და საიმედოობას უზრუნველყოფს“ – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ელექტრო სისტემას ხვალ შეუერთდებიან.
მეტი...“ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩვენი რესურსების გამოყენების მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შთანთქმაა”- ტრუდო
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდო სერიოზულად ეკიდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევს. აღნიშნულის შესახებ ტრუდომ ბიზნესლიდერებსა და პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც განიხილავდნენ, როგორ შეუძლია კანადას აშშ-თან ვაჭრობის დივერსიფიკაცია ტრამპის სატარიფო მუქარების ფონზე. „მათ ძალიან კარგად იციან ჩვენი რესურსების შესახებ, რა გვაქვს და სურთ ამ ყველაფრის გამოყენება. ტრამპი გულისხმობს, რომ ამის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შთანთქმაა და ეს რეალურია“ – აღნიშნა ტრუდომ. კანადა ცნობილია მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, მაგალითად, მობილური ტელეფონებისთვის, ელექტრომანქანების ბატარეებისთვის და სხვა.
მეტი...ზელენსკის განცხადებით, მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებისთვის მზად არის
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებისთვის მზად არის. „თუ შეთანხმების შესახებ ვსაუბრობთ, მოდით დავდოთ შეთანხმება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნისნა, რომ უკრაინას მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
მეტი...ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა. „არ არის იმის საჭიროება, რომ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ჯო ბაიდენის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის ნებართვას ვაუქმებთ და მის ყოველდღიურ დაზვერვის ბრიფინგებს ვწყვეტთ“- წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მეტი...“საქართველოს მთავრობას აღარ სურს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის შესაცვლელად სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა”- ევროპის საბჭო
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის უარზე შეშფოთებას გამოხატავს. ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 თებერვალს საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. განცხადების თანახმად, ორშაბათს, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო” საქართველოს მთავრობას აღარ სურს “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო…
მეტი...“მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები”- ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის. აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. “მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს”- განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ “შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ”.
მეტი...დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივი ტარიფების დაწესებას კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის გეგმავს. ქვეყნების სია ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ტრამპმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს უკვე აცნობა. თავდაპირველად დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას. თუმცა კანადისა და მექსიკის ლიდერებთან საუბრის შემდეგ ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ტარიფების დაწესება გადაიდო. ჩინეთის შემთხვევაში ტრამპის გადაწყვეტილება არ შეცვლილა. ჩინეთში აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსეს.
მეტი...სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციებია
პროტესტი სახელწოდებით “სლოვაკეთი ევროპაა” 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. სლოვაკეთის გარდა პროტესტები ასევე მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქში გრძელდება. მედიის თანახმად, პროტესტები დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.
მეტი...საგარეჯოში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
მეტი...“უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, მანმადე USAID-ის მიერ ფინანსდებოდა”- ოლგა სტეფანიშინა
“უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილებები” – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე არის წინასწარი გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელია აღდგენის, ენერგეტიკული მდგრადობისა და კიბერუსაფრთხოების პროექტებისთვის სასწრაფო დაფინანსების მოზიდვა. „მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინის მთავრობაში მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები კრიტიკულ პროგრამებთან დაკავშირებით – ეს არის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ტრანსფორმაციის და იუსტიციის სამინისტროები“ – განაცხადა სტეფანიშინამ.
მეტი...„USAID-ის დაფინანსების შეჩერების გამო პროკურორების კეთილსინდისიერების საგარეო შეფასება ფერხდება“- სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მაია სანდუს განმარტებით, მოლდოვაში პროკურორების კეთილსინდისიერების საგარეო შეფასება, ანუ „ვეტინგი“ USAID-ის სახსრებით ტარდებოდა, თუმცა ახლა ეს დაფინანსება შეჩერდა. მისი თქმით, ახლა ხელისუფლება განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის ხარჯების ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. „ჩვენ არ ვიცით, აღდგება თუ არა ეს დაფინანსება, თუმცა ჯერჯერობით ვცდილობთ, ხარჯები ევროკავშირის სახსრებიდან დავაკომპენსიროთ. აშკარაა, რომ მოგვიწევს მორიგი პაუზის გაკეთება. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლების შეფასება 2024 წლის ბოლომდე დასრულებულიყო, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნებოდა დაწესებულება, სადაც ადამიანებს ეცოდინებოდათ, რა იქნება შემდეგ და შეძლებდნენ პრიორიტეტულ…
მეტი...აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული
20 იანვრის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში 11 ათასამდე მიგრანტია დეპორტირებული. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინნბაუმმა განაცხადა. მისივე თქმით, აქედან დაახლოებით 2 500 ადამიანი არ არის მექსიკელი. „ეს ნებაყოფლობითია. ჩვენ მათ გავაცილებთ, რათა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება შეძლონ“- განაცხადა შეიმნბაუმმა.
მეტი...პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს
„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას მართავენ. მოქალაქეები თავდაპირველად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ, სადაც კიდევ ერთხელ პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ : „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“ დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
მეტი...“ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს”- ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს “ბათუმელების” რედაქტორს მზია ამაღლობელს. “ევროკავშირი მხარს უჭერს მზიას [ამაღლობელს] და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს. საქართველო რუსეთი არ არის. საქართველო ევროპაა” -წერს ლუაზო.
მეტი...ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 500 ლარით დააჯარიმეს
სასამართლომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ქადაგიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, “თუ როგორ არღვევენ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს”. გიორგი ქადაგიძის ადვოკატები კი სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ, რადგან მათი განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას…
მეტი...„საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება“-კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. „გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს,…
მეტი...“თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში”- ელჩი
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ შეფასებას საქართველოს მეგობრობის გამო აკეთებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაზე 39 წელია მუშაობს და დავალებებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იღებს და არა გამოგონილი “დიფ სთეითისგან”. “საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკი ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვიძლევი, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია… ცხადად რომ…
მეტი...,,გასულ წელს უკრაინაში სიკვდილიანობამ სამჯერ გაასწრო შობადობას” – Newsweek
გასულ წელს უკრაინაში 495 090 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შობადობის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წელს უკრაინაში 176 679 ახალშობილი დაიბადა. 2023 წელთან შედარებით შობადობა 5,7% შემცირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი, უმნიშვნელოდ, 0,2% შემცირდა. როგორც Newsweek-ი აღნიშნავს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემები შობადობასა და გარდაცვალების შესახებ იმ რეგიონებს მოიცავს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით კიევი აკონტროლებს. მონაცემები დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან არ არის სრული, ხოლო ყირიმისა და ლუგანსკის ოლქის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გასულ წელს უკრაინაში 176 679 ბავშვი დაიბადა, მაშინ როცა 2021 წელს,…
მეტი...