მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

ლუნცინის ხეობა პეკინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს. მას “პატარა სამ ხეობას” უწოდებენ. ეს არის კლდეებს შორის გაშენებული სამოთხე. ტერიტორიის გარე სივრცემდე მიდიხარ ტრანსპორტით, ტერიტორიაზე გხვდება გადახსნილი, ტურისტული ავტობუსი, რომლითაც მიგიყვანენ იმ ზონამდე, საიდანაც იწყებ ფეხით მოგზაურობას. პირველი წერტილი არის გველეშაპის გამოქვაბული. შედიხარ ღია გველეშაპის პირში, რომელშიც მოწყობილია სპეციალური ესკალატორი, როგორც მეტროში, რომელსაც აყავხარ კლდეების ძირში, იქ, სადაც ტურისტებს კლდეებს შორის მოქცეული სამოთხე ელოდებათ. კერძოდ, მდინარე, სადაც სპეციალური კატერებით შედიხარ ხეობაში და იწყებ მოგზაურობს. კატერს მიყავხარ სწორედ იმ წერტილამდე, სადაც მოძრაობს საბაგირო და მხოლოდ საფეხმავლო სივრცეა. ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთი 140…

მეტი...

გამწვანებაც და სუფთა გარემოც კი პოლიტიკის დონეზეა აყვანილი – მწვანე ჩინეთი

გამწვანება, ჟანგბადი, სუფთა გარემო, მაქსიმალური სიმწვანე, ფლორა და ფაუნა, ჩინეთში პოლიტიკის დონეზეა აყვანილი. ეს თითქმის ყველგან იგრძნობა – ქალაქში, პარკში, გარეუბანში თუ ქუჩაში. უზარმაზარ სკვერში ერთი ყვავილიც რომ დაჭკნეს ან გახმეს, ოპერატიულად ახლით ანაცვლებენ. თესავენ, რგავენ, რწყავენ, უფრთხილდებიან, დაფუსფუსებენ და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ამ მხრივაც უნიკალური. გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

,,აბრეშუმის გზა“ ციფრული ხიდი – 2023 წლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი პეკინში (ვიდეო)

პეკინში „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში მე-3 მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას ახალი პლატფორმა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ასევე, ახალი იმპულსი მისცეს მონაწილე ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. წლევანდელი ფორუმი მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხება და როგორც ყველა მაღალი დონის სტუმარი, რომელიც ფორუმს ესწრება, აღნიშნავს, მომავალი, გადარჩენა და ახალი საუკუნე სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. უფრო მეტიც, აქ არიან ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის ბანკების პრეზიდენტები რომელებიც იმ ინვესტიციებზე საუბრობენ, რომლებიც დაბანდებულია აღნიშნული მიმართულებით. ფორუმს ესწრება ადგილობრივი მთავრობა, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის პრეზიდენტი,…

მეტი...

საერთაშორისო ცენტრი პეკინში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციები და ფორუმები იმართება (ვიდეო)

საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი პეკინის გარეუბანში მდებარეობს. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის და აქ პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ამ საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. ჩინეთის ინდუსტრიული ფორუმი და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალიც სწორედ აქ იმართება (ნაწილი 2). ეკა გულუა პეკინიდან  ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო) დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

მეტი...

ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო)

ეს 6 ტონიანი ჭაღი ჰუაიჟოუს რაიონში, იენციჰუს პარკში, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში კიდია. ცენტრი 2011 წელს აშენდა. ეს არის ადგილი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს. ჭაღი, რომელიც ამ დარბაზში კიდია 6 ტონას იწონის და ის მთლიანად ბრილიანტის ქვებითაა მორთული. დიახ, ეს ნამდვილი ბრილიანტებია. ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. ამ  საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში  ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. გარდა…

მეტი...

დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

პარკი სამოთხე იენციჰუ პეკინის გარეუბანში, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს.  ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც. რეგიონის ტერიტორიის 89% მთებია. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. მუდმივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 422 ათასი ადამიანია. ზაფხულში აქ კლიმატი ნოტიოა, ზამთარში კი ყინვაგამძლე და მცირე თოვლიანი. საშუალო წლიური ტემპერატურა 9-დან 13 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ტერიტორიას აქვს დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც 1300 წლის წინ, ტანგის დინასტიის დროს წარმოიშვა. აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი…

მეტი...

ინტერნეტ ვაჭრობა ჩინეთში და საათივით აწყობილი სისტემა – რეპორტაჟი პეკინიდან

აქ ყველაფერი ციფრულია. კორონა პანდემიამ ადამიანური კონტაქტის შესაძლებლობა კიდევ უფრო ჩაკეტა და ყველაფერი ინტერნეტ მომსახურებაზე გადავიდა. მაღაზიებში ტურისტების მეტი არავინ დადის. ღვეზელსაც ინტერნეტით უკვეთავენ. ყველაფერი ოფისიდან წამებში, მობილურზე ან კომპიუტერზე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ხდება. ერთად ვნახოთ როგორ მიდის ამანათი ადრესატამდე.  

მეტი...

გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება

ეს არის ერთ-ერთი დასასვენებელი სივრცე ჩინეთის დედაქალაქში. პარკი 6:00 საათზე იხსნება, ჭიშკრის გაღებას სწორედ ამ დროიდან ელოდებიან. ყველა თავის საქმეს აკეთებს – ყველა ხეს, ბუჩქს, მცენარეს სათითაოდ უფრთხილდებიან და ალამაზებენ. რგავენ, რწყავენ, ასუფთავებენ. ამ პარკში შესვლა უფასოა, ზოგადად კი პარკები ფასიანია. ძირს არავინ არაფერს ყრის, ნაგავს ვერსად ნახავთ. სწორედ ამიტომაც არის აქ სამოთხე. ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

მეტი...

უპილოტო ტაქსი პეკინში

რობოტაქსის სერვისი პეკინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თვითმართვადი ტაქსები ჩინეთის დედაქალაქში საცდელად მარტში ამოქმედდა. მართალია, ეს რობოტაქსია, თუმცა, საჭეც აქვს და მანქანაში მძღოლიც ზის. ერთად ვნახოთ როგორია რობოტაქსი.    რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

მეტი...

ტაიჯი, რომელიც ადამიანის შინაგან ორგანოებს კვებავს

ტაიჯი არც იოგაა და არც კარატე. ეს არის დაო. ტაიჯიკუანი არის დაოს განსახიერება. ეს არის სრულყოფილი ფიზიკური პრაქტიკა, რომელიც სპორტული მედიცინის მიღწევად ითვლება ჩინეთში. ეს არის კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა. ასევე მას უწოდებენ ოქროს გასაღებს ცასა და დედამიწას შორის. მთლიანობაში ტაიჯიში ხუთი ენერგია ერთიანდება – წყალი, მიწა, ლითონი, ტყე და ცეცხლი. ვარჯიში კვებავს ხუთ ორგანოს – თირკმელს, ელენთას, ფილტვებს, გულსა და ღვიძლს, რის შედეგადაც უკეთესი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მიიღწევა ყველა ასაკისთვის. ვარჯიში სასურველია დილით და საღამოს 7-15 წუთის განმავლობაში. ერთად ვნახოთ ტაიჯის ხელოვნება მისი შემქმნელის მეთერთმეტე…

მეტი...

ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე – „მედიაცნეტრი მთავარის“ ექსკლუზივი

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჩინეთის საგარეო უწყებას კომენტარი სთხოვა. როგორც სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად იმუშაოს. „ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს მიაღწია და ორმხრივი პერსონალის გაცვლა გახშირდა. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მიდგომას და მზადაა, იმუშაოს საქართველოსთან ერთობლივად, გააუმჯობესოს ორ ქვეყანას შორის პერსონალის გაცვლის ხელშეწყობის დონე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. რეგულაცია 2023 წლის…

მეტი...

სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში და ფასები

ეს სავაჭრო ცენტრი პეკინის ცენტრში მდებარეობს. ის რამდენიმე სართულს მოიცავს და ერთ დროს ყველაზე მთავარი და დიდი სავაჭრო ცენტრი იყო. დღეს კი, რადგანაც აქ ყველაფერი გაციფრულებულია, ვაჭრობაც ინტერნეტმომსახურებაზე გადავიდა, რის გამოც სავაჭრო ცენტრში არავინ დადის. მთელი დღის განმავლობაში ასე სხედან და შესალოა ერთმა მყიდველმაც არ ჩამოიაროს. ამიტომ, ეს ცენტრიც იკეტება. როგორც თავად ამბობენ, არავის აინტერესებს მაღაზიები და არავინ დადის იმიტომ, რომ შეუძლიათ ყველაფერი ინტერნტით შეუკვეთონ და ადგილზე მიუტანენ. ეს სავაჭრო ცენტრი ვიზუალურად ლილოს ბაზრობას ჰგავს. რომ წარმოიდგინოთ დახურული ლილო. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები?…

მეტი...

ბამბუკის წვენი პიტნასთან ერთად – ჩინური დელიკატესი (ვიდეო)

ერთ-ერთი სასარგებლო კოქტეილი, რომელსაც ჩინელები ამზადებენ და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ბამბუკის წვენია. ეს იმიტომ, რომ ბამბუკი ჩინეთის მცენარეა და როგორც კულტურას საკმაოდ დიდ პატივს სცემენ. წვენიც სწორედ მცენარე ბამბუკისგან მზადდება. ის სასარგებლო პროდუქტად ითვლება და ლიმონთან და პიტნასთან ერთად იწურება. წვენი მწვანე შეფერილობისაა და საკმაოდ გემრიელი. ერთად ვნახოთ როგორ ამზადებენ ბამბუკისგან წვენს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

ღორის ტყავისგან დამზადებული ტყლაპი და ცხვრის ბეწვის ტკბილეული – ჩინური კულინარიული სასწაული

ჩინური სამზარეულოს მრავალფეროვნება და ეგზოტოკური საკვები მსოფლიოში ცნობილია, თუმცა, ის, რაც საკუთარი თვალით ვნახე და დავაგემოვნე, სულ სხვაა. დიახ, აქ ნაგავში არაფერს ყრიან, ყველაფერს ამუშავებენ და დანიშნულებას აძლევენ. მაგალითად, მაღაზიებში შევნიშნე ტყლაპი. დავინტერესდი რისგან იყო ის დამზადებული. არც მეტი არც ნაკლები, აღმოჩნდა, რომ სწორედ ღორის ტყავისგან მზადდება ეს ტყლაპი, რომელიც საკვებად გამოიყენება. ჯინშენი, ეს არის ყველაზე ცნობილი, გრძელი და ტურისტული ქუჩა ქალაქ სიემენში. ეს არის ქუჩა, სადაც ღამის ცხოვრება გიზგიზებს. ეს არის ქუჩა, სადაც ყველაფერი იყიდება და არის წარმოდგენილი, რაც ჩინურ კულტურასთან და სამზარეულოსთან არის დაკავშირებული. შემდეგი პროდუქტი რომელმაც ჩემი…

მეტი...

ასე მხიარულად იწყებენ დილას, მზეს ესალმებიან, სიცოცხლით ტკბებიან – რეპორტაჟი პეკინიდან

დილის 7 საათი. ყოველი დილა ასე მხიარული განწყობით, პოზიტივით, სიყვარულითა და ხალისით იწყება. ეს ერთ-ერთი პარკია პეკინის ცენტრში, სადაც ძირითადად ასაკოვნები იკრიბებიან და ცხოვრებას იხალისებენ. აქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ. უყვართ ყოველი დღე, ერთმანეთის ნახვა, მზის ამოსვლა, მცენარეები, ჩიტების ჭიკჭიკი. აქ ყველა ბედნიერია. განა პრობლემები და სადარდებელი არ აქვთ… ერთმანეთს მხოლოდ პოზიტივს უზიარებენ. დიახ, არ წუწუნებენ, ცხვირ-პირი არ ჩამოსტირით. სწორედ აქ არის პასუხი ზოგიერთის გზავნილზე – „შენ რა გიჭირს, როგორ ერთობი, არც დაბრუნდები“…  მთავარი სწორედ ის არის, რომ შენი „დარდი“ სხვას არ გაუზიარო, სხვას არ გადასდო, სხვას…

მეტი...

რა დატვირთვა აქვს ხალიჩას, რომელიც პრეზიდენტის დარბაზშია მოფენილი

ეს ხალიჩა, რომელიც ღრუბელივით რბილია და სიარულისას ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ქვიშაში ეფლობი, ქალაქ სიემენის საერთაშორისო საკოფერენციო  ცენტრში, პრეზიდენტ სი ძინპინის იმ დარბაზშია მოფენილი, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტებს ხვდებოდა. ხალიჩაზე ზღვაა ასახული, ფიგურები კი ზღვის  ბინადრების ინტერპრეტაციაა. თითქმის ყველა ფიგურა, რაც ამ დარბაზშია გამოსახული, ასახავს საზღვაო ქალაქის ისტორიას. დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)

მეტი...

დარბაზი, სადაც სი ძინპინი პრეზიდენტებს ხვდებოდა (ვიდეო)

ქალაქ სიემენში, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი 10 ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდა. დარბაზებს რომელიც დღეს შეხვედრებისთვის არ გამოიყენება, ისტორიული დანიშნულება აქვს და მუზეუმად არის ქცეული. აქ მხოლოდ განსაკუთრებული და მაღალი დონის სტუმრები მოჰყავთ და შესაძლებლობას აძლევენ, პრეზიდენტის სავარძელი დაიკავონ და მისი პირადი ნივთებიც დაათვალიერონ. დარბაზი ბამბუკის ხით არის მოპირკეთებული და აქ ყველა დეტალს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან        

მეტი...

რობოტი ავტობუსები, ინტელექტუალი სატვირთო მანქანები და მოძრავი სახლები – მორიგი საოცრება ჩინეთიდან (ვიდეო)

დღეს პირველად ვიმგზავრე რობოტი ავტობუსით. საკმაოდ კომფორტულია, მხოლოდ სავარძლები აქვს და არც მძღოლი სჭირდება და არც საჭე. ქალაქ სიემენში „ოქროს დრაკონი“ ეს არის ჩინური მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველი რობოტი ავტობუსი გამოუშვა. ავტობუსებს, რომელსაც მძღოლი არ სჭირდებათ, ინტელექტუალი სხვა ავტომანქანებიც მიემატა და დღეს მსოფლიოს 144 ქვეყანა თუ რეგონი მარაგდება ამ თანამედოვე ავტომანქანებით. წელიწადში კომპანია 50 000-ზე მეტ ავტობუსს უშვებს და ის არის მოწინავე წლიური გამოშვების სიმძლავრით, პროდექციის ასორტიმენტითა და გაყიდვების საშუალო მოცულობის თვალსაზრისით. როგორია რობოტი ავტობუსი, როგორ აწყობენ ელექტროავტობუსებს და რა ღირს მოძრავი მანქანა-სახლი. ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

არისტოკრატების პიანინო, 7 პედლიანი პიანინო და პიანინო რომელზეც შოპენი უკრავდა (ვიდეო)

როგორი იყო პირველი, ყველაზე პატარა პიანინო და რისგან მზადდებოდა ის; რომელ პიანინოზე უკრავდა შოპენი; როგორია პიანინო, რომელზეც ფეხით უკრავდნენ, ვნახოთ ” მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში ჩინეთიდან.   კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო) ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)    

მეტი...

ციფრული ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები – ჩინეთში 2023 წლის ფორუმი გაიხსნა

ჩინეთი – ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ფორუმი არის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დაარსდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ და მიმართულია ეკონომიკური თანამშრომლობისკენ საერთო განვითარებისთვის. ეს არის ჩინეთის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა. როგორც ფორუმზე აღნიშნეს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის მშენებლობის უწყვეტი პროგრესით, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის თანამშრომლობა განვითარების ე.წ. ოქროს პერიოდში შევიდა. ერთად ვნახოთ რა ხდება ქალაქ სიემენში. ეკა გულუა ჩინეთიდან მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)  

მეტი...

ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)

სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. კუნძული გულანგიუ სწორედ ქალაქ სიემენში მდებარეობს. ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც ამ კუნძულზეა განთავსებული, ხმის ჩანაწერების მუზეუმია. მუზეუმში დაცულია ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტები, ფირები, მელოდიები, საოპერო შესრულება და ათასობით ჩანაწერი, რომელიც ჩინეთის ისტორიას წარმოადგენს. აქ ყველაფერი ციფრულია. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ეკრანზე ჩინეთის კულტურული ცხოვრება გადაიშლება. ერთად დავათვალიეროთ მუზეუმი და მოვუსმინოთ ჩანაწერებს. ეკა გულუა პეკინიდან კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მეტი...

კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

აქ ნამდვილი სამოთხეა. აქ სხვა სამყაროა, სხვა პლანეტაა და ეს ყველგან იგრძნობა, ყველა მიმართულებით. ერთად გავიცნოთ კუნძული, რომელიც ქალაქ სიამენთან, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს. კუნძული თითქმის ყველა სეზონზე გაზაფხულის ამინდით სარგებლობს და მას მეტსახელად “ზღვის ბაღს” უწოდებენ. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის. კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა მდებარეობს და მათ შორისაა მუზეუმები. თუ რა მუზეუმებზეა საუბარი, ამას ვიდეოს მეორე ნაწილში ვნახავთ. ერთად ვიმოგზაუროთ სამოთხეში. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

ჯუნკაო – ინოვაციური მცენარე, რომელიც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ (ვიდეო)

ჯუნკაო ეს არის მცენარე, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩანს და პროვინცია ფუჟოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოყავთ. მცენარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, ის გამოიყენება არაერთი სახეობის  სოკოს წარმოებისთვის. სამედიცინო დანიშნულებით, უნიკალური პრეპარატებისთვის, ორგანული პროდუქტებისთვის, სასმელებისა და კიდევ არაერთი მიმართულებით. გარდა ამისა, ერთ ჰექტარზე გაშენებული ჯუნკაო იძლევა 300 ტონა ცხოველის საკვებს, 100 ტონა სოკოს, 120 ტონა სხვადასხვა ორგანულ პროდუქტს და 75 ტონა ქაღალდს. კიდევ რითია უნიკალური ჯუნკაო ერთად ვნახოთ ”მედიაცენტრი მთავარის” რეპორტაჟში.   ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება, როგორ მზადდება ჩინური ტრადიციული კერძი?!

ეს ფუნთანსფაა – ჩინური ტრადიციული და პოპულარული კერძი. სუფრაზე დიდი ქვაბი რომ შემოიტანეს, შუა ცეცხლზე შემოდგეს, ათუხთუხდა, ირგვლივ ხორცეულობაც დაალაგეს და წინსაფრებიც დაგვიტოვეს. მაშინ მივხვდი, რომ დიასახლისი ჩინურ რესტორანშიც მე ვიყავი. ერთად ვნახოთ როგორ მზადდება ფუნთანსფა. ეკა გულუა ჩინეთიდან

მეტი...

როგორია დასასვენებელი სივრცე იმპერატორის საყვარელი ქალებისთვის (ვიდეო)

ეს არის ჩინეთი, ფუნჯიანის პროვინცია და მუზეუმი, სადაც ადრე დინასტიები ცხოვრობდნენ. ეს ე.წ. სპეციალური მასალისგან დამზადებული მაგიდა კი “ბედნიერების” სახელითაა ცნობილი. დინასტიები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, საყვარელ ქალებს ამ სივრცეში უშენებდნენ და სწორედ მათთვის მოაწყვეს ეს სამოთხე.   ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

სცენა წყალში და ოპერა იმპერატორებისთვის (ვიდეო)

საიმპერატორო დინასტიები, რომლებიც სხვადასხვა დროს ფუნჯიანის პროვინციაში ცხოვრობდნენ, პერიოდულად კულტურულ ღონისძიებებსაც მართავდნენ. განსაკუთრებით კი ოპერა ხიბლავდათ. შესაბამისად, იქვე ჰქონდათ მოწყობილი სცენა, რომელიც წყალში იდგა. თუ რატომ, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

შეხვედრა გუბერნატორ გო ნინინგისთან

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოიტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. შესაბამისად, ოფიციალური შეხვედრა დელეგაციის წევრებთან გაიმართა სასტუმრო “LAKESIDE” ში, სადაც მე ვცხოვრობ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეხვედრების სივრცე სწორედ სასტუმროა, რომელიც შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობს. სწორედ აქ მობრძანდა მხარის გუბერნატორი, რომელიც დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციის და ქვეყნის სახელით კი სიტყვით გამოსვლა მე მომიწია. ვისაუბრე ჩემს ქვეყანაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ბუნებაზე… ბევრს არ გავაგრძელებ, შეხვედრამ ჩაიარა წარმატებით და დასრულდა ბანკეტით გუბერნატორის მასპინძლობით . ეკა გულუა ჩინეთიდან 

მეტი...

ეს ყველაზე დიდი ტაიფუნია, რომელმაც ფუნჯიანს გადაუარა (ვიდეო)

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოუტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. ეს არის ყველაზე დიდი ტაიფუნი, რაც ჩინეთში მომხდარა. ის ნომერ 11 ტაიფუნია. არ მუშაობს მეტრო, ტრანსპორტი, ჩამოშლილია მთები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. როგორც გუბერნატორმა გო ნინინგმა გვითხრა, ჩინეთში ყოველ წელს 2-3 ტაიფუნი ხდება და დღევანდელი მათ შორის ყველაზე მასშტაბურია. ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. პირადად კი შედარებით უსაფრთხო ადგილას ვიმყოფები.   ეკა გულუა ჩინეთიდან.

მეტი...

როგორ და სად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ და ისვენებდნენ დინასტიები – “მედიაცენტრი მთავარი” ჩინეთიდან ( ვიდეო)

სწორედ ფუნჯიანის პროვინციაში, ქალაქის ცენტრში, ყველაზე სტრატეგიულ, ტურისტულ და დატვირთულ ზონაში მდებარეობს ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ისტორიულ მუზეუმად არის ქცეული. ეს იმიტომ, რომ აქ ცოცხლდება ჩინური კულტურა, ისტორია და წარსული. ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ, სად ცხოვრობდნენ, როგორ ისვენებდნენ და ერთობოდნენ დინასტიები ფუნჯიანის პროვინციაში. ეკა გულუა ჩინეთიდან  

მეტი...

ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა

ჩინეთის პროვინცია ფუნჯიანს ტაიფუნმა გადაურა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ტაიფუნი წელიწადში ორ-სამჯერ ხდება. თვითმფრინავებს აეროპორტში დაჯდომა გაუჭირდათ. იმ თვითმფრინავში, რომელშიც ”მედიაცენტრ მთავარის” წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე წრის გაკეთება მოუწია, რომ აეროპორტს მიეღო. რეისების გარკვეული რაოდენობა კი გადაიდო. ფუნჯიანის პროვინცია მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 124 000 კვ. მეტრს მოიცავს, მოსახლეობა კი 41,88 მილიონია. ტაიფუნის შედეგად მოსახლეობა ძლიერად არ დაზარალებულა, რადგანაც ეპიცენტრი ტაილანდში იყო, საიდანაც ფუნჯიანის პროვინციაში გადმოინაცვლა. თუმცა, მაცხოვრებლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და ზომებიც წინასწარ იყო მიღებული.

მეტი...

მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში

ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით. ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან. წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნცინის პროვინციაში, სადაც 32…

მეტი...

რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები? (ვიდეო)

ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500…

მეტი...

რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო მანქანები?! (ვიდეო)

ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500…

მეტი...