,,ბუდაპეშტი წყალდიდობის პიკისთვის მზად არის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება”, – ამის შესახებ ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა მომზადებული დახვედროდა წყალდიდობის პიკს, რომელსაც ბუდაპეშტში ხვალ, 21 სექტემბერს ელოდებიან.
„ზოგიერთ ადგილას 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლებია დამონტაჟებული და ადგილზე მუდმივად პატრულირება ხდება“, – აღნიშნავს გერგეი კარაჩონი.
ღამით ბუდაპეშტში დუნაის წყლის დონემ ერთი მეტრით მოიმატა. დატბორილია პარლამენტის ისტორიული შენობაც.