„ზურაბიშვილმა ლოკალური ომის ქარტია წარადგინა“- მდინარაძე პრეზიდენტზე

„სალომე ზურაბიშვილმა  წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა “ნაცებს” უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას “ნაცებს”, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. რითაც ეხმაურება პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მის გარშემო შეჯერებას სთავაზობს. „გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას…

მეტი...

პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ ევროპული კურსისთვის დამაზიანებელ კანონებს გააუქმებს

რა წერია „ქართული ქარტიის” დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციას წარუდგინა?! დოკუმენტი 9 პუნქტისგან შედგება.  ქარტიის ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ყველა იმ კანონს გააუქმებენ, რომელიც ქვეყნის ევროპულ კურსს აზიანებს.  ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა. ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა; სასამართლოს გათავისუფლება; გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა…

მეტი...

„სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა“ – პრეზიდენტი ლიდერობას საკუთარ თავზე იღებს

„ქართული ქარტია“ – ეს არის პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დრეს წარადგინა. „ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც  მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა“ – აცხადებს საქართველოს პრზიდენტი. მისი განმარტებით,  სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი. „სხვანაირი ერთობა…  გეტყვით რას ნიშნავს – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ…

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა მასთან კოორდინაციით უნდა დაკომპლექტდეს

„ერთობა ერთიანობის გარეშე“ – ეს არის სალომე ზურაბიშვილის გეგმა, რომელიც მან დოკუმენტად აკინძა და ოპოზიციურ სპექტრს შესთავაზა. „საჭიროა სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით ეს რას ნიშნავს: ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ერთობლივ ქარტიას, პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება“ აცხადებს სალომე…

მეტი...

“ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე”- კობახიძე

„აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. „გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ მგზავრი წელიწადში და ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წლების განმავლობაში როგორ იქნება მგზავრთა ნაკადის ზრდა, მათ შორის, ტურისტული ნაკადების ზრდა და ჩვენ გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება. ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე,“- განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე“- კობახიძე

„ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი. „მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ახალი სტადიონი მოგვცემს უმაღლესი რანგის თამაშების მასპინძლობის საშუალებას, მათ შორის, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი“, – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში ერთვება და ოპოზიციას გეგმას სთავაზობს

„ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვტოთ არა ვის ვაძლებთ ხმას, არამედ რას ვაძლევთ ხმას“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. „ქართული ქარტია“  – ასე ჰქვია გაერთიანების დოკუმენტს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ სუბიექტებსა და საქართველოს მოსახლეობას რამდენიმე წუთის უკან გააცნო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  არც ერთიანი სია და არც სხვა ფორმით რაიმე პოლიტიკური გაერთიანება, მისი თქმით, ყველა ის ე.წ. ხმაურიანი კანონი გაუქმდება, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული. ქარტიაში, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, საკმაოდ ბევრჯერ ფიგურირებს სიტყვა „გავაუქმებთ“.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ქართულ საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ რეალობას სთავაზობს. ერთ-ერთი პირველი, რასაც პრეზიდენტი საქართველოს მოსახლბას ჰპირდება, ე.წ. აგეტების…

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება

მიმდინარე წლის 27 მაისიდან  საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე . ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. ა

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა

„ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა და სხვანაირი მთავრობა… ეს არის გზა რომელიც არის მშვდობიანი, მიზანმიმართული და შედეგიანი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკურ სუბიექტებს ქარტია წარუდგინა. “ გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ქარტიის სრულ ტექსტს ამ წუთებში კითხულობს.

მეტი...

„სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია“- კობახიძე

„რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა ცალკეულ მოსამართლეებზე, თუმცა ამით ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი. „რეალურად, სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარაც არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. რამდენიმე თვის წინ შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი – საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ, თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა…

მეტი...

ოლაფ შოლცს რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გერმანული იარაღის გამოყენება არ სურს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს კიევისათვის გერმანული იარაღის რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების უფლებას. ოლაფ შოლცმა ამის შესახებ, 26 მაისს გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. “ჩვენ უკრაინასთან შეთანხმებული გვაქვს მკაფიო წესები ჩვენს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. და როგორც მე ვიცი, ეს წესები დაცულია”,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

16 დაღუპული და 44 დაჭრილი-რუსეთმა ხარკოვზე ავიაიერიში მიიტანა

რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ხარკოვში დაღუპულთა რიცხვი 16-ამდე გაიზარდა, ხოლო 44 დაშავდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კრემლმა იერიში ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” მიიტანა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის გოგოა, რომელიც იერიშის მომენტისათვის ჰიპერმარკეტს ათვალიერებდა. როგორც უკრაინის მედიით გავრცელებულ ვიდოზე ჩანს, საავიაციო იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა.

მეტი...

საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

ფილარმონიასთან შეკრებილი  აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ. მიტინგის მონაწილეების თქმით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს. “ჩვენ ვცდილობთ ძველი მარში გავიხსენოთ, 19 წლის. მაშინაც დამოუკიდებლობის დღეს აღინიშნებოდა. ჩვენ ვნახეთ დილით მთავრობის უემოციო შეხვედრა,  აქ შეხედეთ რა ემოციები აქვს ხალხს“- თქვა ეკა გიგაურმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობს.  

მეტი...

„თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება“- კონგრესმენი ქართველ ხალხს

„თქვენ მიიპყარით მსოფლიოს ყურადღება და მადლიერება, რადგან იცავთ ქართველი ხალხის თავისუფლებასა და ნათელ მომავალს“- აცხადებს კონგრესმენი ჯო უილსონი. ევროპაში უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კრემლი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-სა და საქართველოს კავშირს. „ჩვენ ერთად ვდგავართ კრემლის ბნელ ხანაში საქართველოს დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ ვინც თავს ესხმის ქართველი ხალხის ნებას და ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს კავშირს. ჩვენ გვაერთიანებს ცოდნა, რომ მტრები დამარცხდებიან და საქართველოს ხალხი გაიმარჯვებს“- აცხადებს კონგრესმენი. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კონგრესის წინაშე პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ, ვინც თავს ესხმის დემოკრატიას. „როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მე ჩემს…

მეტი...

„ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის” – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა. როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს.

მეტი...

ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები აქციისთვის ემზადებიან

“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია დაიწყო ფილარმონიასთან. შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ. მათი შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს. საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მეტი...

მიხაილ როთი ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციაზე სიტყვით გამოვიდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციას შეურთდა. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სურს ისეთი ევროპა, სადაც არვიქნება არავისი შიში. „არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ ჩვენი სოციალური სტატუსით, რელიგიური შეხედულებებით თუ სხვა რაიმე ნიშნით, მთავარია, რომ უნდა ვიყოთ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც არ გვექნება შიში არავის, რომ ჩვენს მიმართ იქნება რეპრესიები ან ა.შ. სადაც იქნება სამართლიანობა და დემოკრატია და ასეთია ევროპა. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ, სადაც არ…

მეტი...

„სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც“- შსს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს.  სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახური ავრცელებს. „უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტი, რომელშიც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“- ნათქვამია განცხადებაში. ამავე ცნობით, განსაკუთრებულ…

მეტი...

„მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“- მაია სანდუ ქართველს ხალხს

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ“ – ასე ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც მაია სანდუ აცხადებს, მსოფლიო ხედავს ქართველების დემოკრატიისადმი მტკიცე ერთგულებას. „როდესაც მსოფლიო მოწმეა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თქვენი მტკიცე ერთგულებით, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანსს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. მოლდოვა სოლიდარულია თქვენ მიმართ“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში.  

მეტი...

კახეთში სტიაქიას ებრძვიან

კახეთში უხვმა ნალექმა გაზისა და წყალმომარაგების სისტემები დააზიანა. დაზარალებულია ათობით ოჯახი. დაიტბორა, ყანები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. „დაიტბორა, ყველაფერი გაფუჭდა ყანებიც, აგერ, საზამთროები დათესილი, ვენახები… ყველაფერი გაფუჭდა, არაფერი აღარ არის… მთელი ღამე წვიმდა, მოსავლის გარეშე დარჩა ხალხი“ – ამბობს ადგილობრივი.   „საშიშროება ნაკლებია – მონიტორინგი გრძელდება ვერეს ხეობაში“- გარემოს ეროვნული სააგენტო

მეტი...

ე.წ „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა ხვალ, 27 მაისს არის დაგეგმილი. სალომე ზურაბიშვილის  ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მეტი...

„ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს“- მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში“- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა. მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მეუღლესთან ერთად ულოცავს. „მაშინ, როცა თქვენ და ქართველი ხალხი ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს…

მეტი...

„საშიშროება ნაკლებია – მონიტორინგი გრძელდება ვერეს ხეობაში“- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვერეს ხეობაში, ასევე საქართველოს მასშტაბით, სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამავე ცნობით, ახლა საშიშროებაც ნაკლებია. რაც შეეხება ვერეს ხეობას , სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგი გრძელდება. „წყლის დონემ კლება ყველგან დაიწყო, არა მარტო ვერეს ხეობაში, სხვა მდინარეებზეც იყო მომატებული უხვი ნალექის გამო. ყველა მდინარემ კლება დაიწყო იმიტომ, რომ ნალექი შეწყდა და აღარც ველოდებით. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ დაიკლო და საშიშროებაც ნაკლებია. ვერეს ხეობაში მონიტორინგი ხორციელდება, გვაქვს სადგურები და ვითარებას აკვირდებიან“, -განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო

მეტი...

ჩინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს. როგორც მინისტრის წერილში ვკითხულობთ,  ორი ქვეყანის თანამშრომლობა ნაყოფიერია და ეს  ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. „გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად”, – აღნიშნულია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც  წერილში. დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 106-ე წელს აღნიშნავს. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები იმართება.  

მეტი...

„ბელორუს და ქართველ ხალხებს იდენტური ღირებულებები უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“- ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში. ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვედა კეთილგანწყობა  ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში. “დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.

მეტი...

ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო

ადაიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქე რომელიც მანქანაში იმყოფებოდა გამოყვანილია და ის უსაფრთხოდაა. ადიდებული მდინარის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი    

მეტი...

ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. მისივე ინფორმაციით, ღამე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. „15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ…

მეტი...

„ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ“- ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის. „ეგრეთ წოდებული „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს“- აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. ნატო-ს…

მეტი...

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთი დააზარალა

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. “სტიქიის ზონებში იმყოფებიან თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ შორის წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ადგილზე ასევე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მათ მოსახლეობასთან შექმნილი საჭიროებების შესახებ აქტიური კომუნიკაცია აქვთ”, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.  

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეზობელი ქვეყნები ულოცავენ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ. „როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“ – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა. წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება“ – ნათქვამია წერილში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის მისალოც წერილში საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარსა და მეზობელს  მოიხსენიებს და…

მეტი...

სომხეთში წყალდიდობაა – დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა

სომხეთში უამინდობას ებრძვიან. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობის გამო 230-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური იუწყება. უწყების ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. მდინარე დებედის ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად, დაზიანდა საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი და საქართველოსკენ მიმავალი გზა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია. გარდა ამისა, კომპანი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ რკინიგზის ლიანდაგზე მეწყერის გამო ერევანი-თბილისი-ერევნის რეისები გააუქმა.  

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ მოძმე ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“- სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა. ფაშინიანი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთ-საქართველოს შორის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეგობარ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება ყველა სფეროში სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის…

მეტი...

„ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები  აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა და არც აფხაზებსა და ოსებს მიმართა. როგორც შალვა  პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა. „არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხდები, მან თავის გამოსვლაში ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა, აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს საერთო ჯამში აჩვენებს, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ მთავარი გამორჩა, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა,…

მეტი...

„ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, რეპრესიები, ცენზურა“- პრეზიდენტი

„გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში და რეალური ომის პარტია მხოლოდ ერთია, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ. „ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი…

მეტი...

„პრეზიდენტის განცხადება სამარცხვინო იყო“- კალაძე

„ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. რითაც მან საქართველოს პრეზიდენტის,  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. „დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კალაძემ. დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დღესაც უწევს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. „დღეს მთავარი სურვილია, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის…

მეტი...

“საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა“-სალომე ზურაბიშვილი

“საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია – საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის განცადებით, საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც. „სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...