მიხაილ როთი ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციაზე სიტყვით გამოვიდა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციას შეურთდა. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სურს ისეთი ევროპა, სადაც არვიქნება არავისი შიში.

„არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ ჩვენი სოციალური სტატუსით, რელიგიური შეხედულებებით თუ სხვა რაიმე ნიშნით, მთავარია, რომ უნდა ვიყოთ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც არ გვექნება შიში არავის, რომ ჩვენს მიმართ იქნება რეპრესიები ან ა.შ. სადაც იქნება სამართლიანობა და დემოკრატია და ასეთია ევროპა. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ, სადაც არ გვექნება შიში იმისა, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, დიდი მადლობა რომ აქ ხართ ყველანი” – განაცხადა მან.

 

მსგავსი თემები