„ბელორუს და ქართველ ხალხებს იდენტური ღირებულებები უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“- ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვედა კეთილგანწყობა  ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.

“დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.

მსგავსი თემები