ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები აქციისთვის ემზადებიან

“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია დაიწყო ფილარმონიასთან. შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ. მათი შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს.

საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მსგავსი თემები