ჩინეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს. როგორც მინისტრის წერილში ვკითხულობთ,  ორი ქვეყანის თანამშრომლობა ნაყოფიერია და ეს  ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა. მზად ვართ ვიმუშაოთ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული კონსენსუსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში უფრო ხელშესახები პროგრესის მისაღწევად”, – აღნიშნულია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც  წერილში.

დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 106-ე წელს აღნიშნავს. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები იმართება.

 

მსგავსი თემები