საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

ფილარმონიასთან შეკრებილი  აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ. მიტინგის მონაწილეების თქმით, ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპას დააშორებს.

“ჩვენ ვცდილობთ ძველი მარში გავიხსენოთ, 19 წლის. მაშინაც დამოუკიდებლობის დღეს აღინიშნებოდა. ჩვენ ვნახეთ დილით მთავრობის უემოციო შეხვედრა,  აქ შეხედეთ რა ემოციები აქვს ხალხს“- თქვა ეკა გიგაურმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობს.

 

მსგავსი თემები