„ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები  აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს“- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის  განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა და არც აფხაზებსა და ოსებს მიმართა.

როგორც შალვა  პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა.

„არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც ვხდები, მან თავის გამოსვლაში ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა, აფხაზებს და ოსებს არ მიმართა. ეს საერთო ჯამში აჩვენებს, სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ის, რომ აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. ბევრ სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მაგრამ მთავარი გამორჩა, ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს გამორჩა მას საქართველოს ერთ-ერთ მთავარ დღეს“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, რეპრესიები, ცენზუა“- პრეზიდენტი

 

მსგავსი თემები