უკრაინა სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს ზაფხულამდე ვერ მიიღებს

აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო, თუმცა დიდი ნაწილი  ზაფხულამდე ვერ ჩავა. შესაძლოა ამ თარიღმა კიდევ გადაიწიოს. ინფორმაცაის „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამხედრო დახმარების დარჩენილი ნაწილი უფრო გვიან ჩავა უკრაინაში, არის ლოგისტიკა.

როგორც ირკვევა, უკრაინამ 28 აპრილს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჭურვები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები უკვე მიიღო შეერთებული შტატებისგან. დახმარების მეორე პარტია კი 29 აპრილს ჩავიდა უკრაინაში.

მსგავსი თემები