დღეს გიორგი სანაიას 45 წელი შეუსრულდებოდა

დღეს გიორგი სანაიას 45 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი „კურიერის” დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა. ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა. მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია.

მეტი...

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

მეტი...

დაჯგუფება “ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელის მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა

პალესტინურმა დაჯგუფებამ “ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 20-ზე მეტი რაკეტა ისროლა, რასაც საპასუხო იერიში მოჰყვა. მომხდარის გამო ღაზაში 4 ადამიანი დაშავდა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა “ისლამური ჯიჰადის” მხრიდან ნასროლი რაკეტები ჩამოაგდეს. იერიშის შედეგად ისრაელში დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინციდენტს წინ ისარელის სამხედროების მიერ პალესტინელი პირის განეიტრალება მოჰყვა, რომელიც ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. “ისლამური ჯიჰადი” აცხადებს, რომ მოკლული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი იყო.

მეტი...

ფინანსთა მინისტრი დღეს პარლამენტში წარდგება

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.  ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე წარდგება. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანი ძირითადად  სამ საკითხზე ისაუბრებს:  1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები;  2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. გუშინ, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა აუდიომასალა, სადაც საუბარი იყო, რომ ქვეყნის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული ადამიანები იმყოფებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტი...