სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ პოლიციელებმა ჩიტაძის ქუჩა ლითონის კონსტრუქციებით გადაკეტეს. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, ის ჯერჯერობით თავისუფალია. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძობენ. დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას.  აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

მეტი...

“სამწუხაროა მათი გატეხილი თავი, დაზარალებული და ტყუილად გადაყრილი ძალა, შანსი არ აქვთ” – ბიძინა ივანიშვილი

“20 ივნისის ამბოხის მსგავსი რაღაც იგეგმებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 20 ივნისს სამწუხაროდ დაზიანდნენ მოქალაქეები, მაგრამ ამ დღეს მოხდა სახელმწიფო ინტიტუტის დაცვა. „20 ივნისის შემდეგ გაგრძელდა სამთვიანი აქციები და ნელ-ნელა გაიშიფრა რა უნდათ და რისთვის არიან ესენი ქუჩაში, რას ითხოვენ, რას იცავენ. გამოიკვეთა, რომ მათ პროპორციული არჩევნები არ უნდოდათ, სხვა რამ უნდათ და მარტივი ასახსნელია, რა უნდათ. როგორც ჰქონდათ ბელადისადმი მიმართება, ერთი ერთზე მოგვაწერენ ჩვენ. ჩვენს გუნდში დემოკრატიაა. მე ბუნებით დემოკრატი ვარ, ოჯახი იქნება, თუ გარეთ იქნება, და გუნდშიც სწორედ ეს დამოკიდებულება…

მეტი...

“ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან” – ბიძინა ივანიშვილი

” ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ გაწყვეტილი აქვთ, დიდი ხანია, გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული “, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მოკავშირე არასამთავრობოებთან, რომლებმაც სრულად პროპორციულ სისტემაზე თავის დროზე თქვეს უარი, „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს გასაცემი. „ყველასთან შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ. საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, პასუხი გვაქვს გასაცემი, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ, ასწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით, ვერ…

მეტი...