“ეს არ იყო დარბევა, ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” – კობა კობალაძემ

პარლამენტის ზედა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. პირველი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მივიდა კობა კობალაძე იყო. კობალაძის შეფასებით, გამთენიისას ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე კანონის ფარგლებში იმოქმედა. “ეს არ იყო დარბევა, ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა,” – აღნიშნა კობა კობალაძემ.

მეტი...

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზარდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს, რომელიც წყლის ჭავლმა დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გადაციებულია. სასწრაფო სამედიცონო დახმარაბის ექიმებმა მას გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და კლინიაში გადაიყვანეს. ექიმების წინასწარი შეფასებით, მამაკაცი შოკურ მდგომარეობაშია, რადგან, ის დასველდა. შეგახსენებთ, რომ გამთენიისას, სპეც.რაზმმა აქციის მონაწილეთა დაშლა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაკავებულია აქციის 28 მონაწილე.         

მეტი...

შსს აქციაზე 28 პირის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ, აქციაზე 28 პირის დაკავებას ადასტურებს. როგორც  შსს განცხადებაში ვკითხულობთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სპეცრაზმის გამოყენება აუცილებელი გახდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი. აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს…

მეტი...

აქცია დაშლილია, პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრი სპეცრაზმმა და პოლიციამ დაიკავა

სპეცრაზმმა, აქციის მონაწილეების დაშალა და პარლამენტის ტერიტორია გაათავისუფლა. აქციის დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენებს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 28 ადამიანი. პარლამენტის ყველა შესასვლელს ძალოვანები აკონტროლებენ. ისინი ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩაზე არიან განლაგებულები და სავალ გზაზე ე.წ. ყვითელი ავტობუსები ჩააყენეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარედ, რჩებიან, თუმცა, ძალოვანები მათ პარლამენტის შესასვლელთან არ უშვებენ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომა დღეს 12:00 საათზე უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეთა დაშლა კი გამთენიისას, 5:00 საათზე დაიწყო. პარლამეტში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. დეპუტატების ავტომანქანებს სპეციალური დეტექტორებით ამოწმებენ. პირველი დეპუტატი, ვინც ამ წუთებში პარლამენტის ეზოში შევიდა…

მეტი...