ქარბუქი და დიდთოვლობა ბულგარეთსა და მოლდოვაში – ავტოსაგზაო შემთხვევებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ბულგარეთში ქარბუქის შედეგად გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. ბულგარეთის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„უამინდობის გამო ჩაიკეტა გზები, ძლიერმა ქარმა გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები და შეფერხებები, მოთხარა ხეები და ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზები“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმა.

დიდთოვლობამ მოლდოვაში, ორგიევსკისა და ნისპორენის რაიონებში ავარიები გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევები შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

კიშინეუს აეროპორტში ფრენები გაუქმდა და გადაიდო.

 

მსგავსი თემები