სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დარჩენილი. მათი ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.