როგორ დავაფრთხოთ გველები? – ჰერპეტოლოგის რეკომედაცია

“გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად და გასანადგურებლად აზრი არ აქვს, არსებობს შესაწამლი საშუალებები, თუმცა მასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს,” – ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია ადამიანებს გარემო ჰქონდეთ მოვლილი.

„ის რომ ჩვენ ტერიტორია დავამუშავეთ და შეგვიძლია მთელი ზაფხული მშვიდად ვიყოთ, რომ გველი არ მოგვიახლოვდება – ეს გამორიცხულია. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემოს სისუფთავე და იმ ელემენტარული ღონისძიებების გატარება, რომელიც ტერიტორიაზე ქვეწარმავლის შემოსვლისგან დაგვიცავს. მთავარია ჩვენ გვქონდეს გარემო მოვლილი“, – აღნიშნა ჰეპერტოლოგმა.

მსგავსი თემები