ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინფიცირებული არის კურსანტი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 38 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ცხრა იმყოფება გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ახალი ინფიცირებული კურსანტი გადაჰყავთ. 27 ინფიცირებული ითვლება გამოჯანმრთელებულად.

მსგავსი თემები