11-ე ჭრილობის შედეგად რამდენიმე წუთში დაიცალა სისხლისგან – დავით სარალიძის მკვლელობის დეტალები 

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, რომელმაც პარლამენტის სპეციალურ საგამოძიები კომისიას ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო 2017 წლის პირველ დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სურათი, აცხადებს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში, საზარდული არეში მიყენებული 11-ე ჭრილობა იყო, რომლის დროსაც გადაიჭრა არტერია და ნაწილობრივ დაზიანდა ვენა.

​როგორც ზვიად ფხაკაძე ექიმების განმარტებაზე დაყრდნობით აცხადებს, 11-ე ჭრილობის შედეგად რამდენიმე წამში დუნდება ადამიანის რეფლექსები და მაქსიმუმ ხუთი წუთია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის სისხლისგან დაიცალოს და დაიღუპოს.

ზვიად ფხაკაძე, მოწმეთა ჩვენებებსა და სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეომასალაზე დაყრდმობის დეტალურად აღწერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სურათს, რასაც შედეგად დავით სარალიძის დაღუპვა მოჰყვა.

მისი ინფორმაციით, დავით სარალიძეს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარცხენა მხრიდან გ.ბ -მ იმ მომენტში მიაყენა, რა დროსაც სარალიძე გ.ჯ -ს ეჩხუბებოდა და ის მუცლის არეში ყავდა სხეულზე მიკრული.

“დავით სარალიძე იყო რაგბისტი, ის მხრით შეეჯახა გ.ჯ- ს, რის შემდეგაც გ.ჯ წაბორძიკდა და აღმოჩნდა ფარდულის შუაში. წაბორძიკებულ გ.ჯ-ს შეჰყვა სარალიძე და წელის არეში შებოჭა. სარალიძე არის მოხრილ მდგომარეობაში და მარჯვენა მხრიდან, ბარძაყი – დუნდულოს არეში მას გ.ბ აყენებს 12-ე, 14-ე ჭრილობებს. ნომერ პირველი დაზიანება არის ღვიძლის არეში, გულ-მკერდის ღრუში შემავალი გამჭოლი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება. სარალიძე იცვლის პოზას, დგამს ორ ნაბიჯს, მაგრამ გ.ჯ უჭირავს მოხრილ მდგომარეობაში, რა დროს მას მიაყენეს 11-ე ჭრილობა ბარძაყის, კერძოდ საზარდულის არეში. ეს არის  სავალალო ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის ნაწილობრივ დაზიანება”, – აცხადებს პროკურორი.

​მისივე ინფორმაციით, დავით სარალიძეს დანით ჭრილობა ასევე მიაყენა გ.ჯ-მ, მარცხენა იღლისს არეში. 3-4-ე გულ-მკრედის ღრუში შემავალი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება.

მსგავსი თემები