“რუსეთს ვუქმნით სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს”- ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი,  ლინას ლინკევიჩუსმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. მისივე თქმით, არ არის პოზიტიური, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვლავაც დააბრუნეს რუსეთის დელეგაცია.

„2008 წლის შემდეგ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს თუმცა, არაფერი არ შეცვლილა. სამწუხაროდ, ჩვენი საქციელიც ყოველთვის არ არის თანმიმდევრული. გაუგებარია, რატომ დააბრუნეს რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ ვუქმნით რუსეთს სივრცეს, რომ გამარჯვებულად გამოჩნდეს, ეს თავად რუსეთისთვისაც არ არის სტიმული, რომ შეცვალოს სულ მცირე რიტორიკა, თუ არა ქმედებები,“ – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

მსგავსი თემები